მთავარი საგარეო პოლიტიკა გაყოფილი სამეული: როგორ ეძებენ, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან დაახლოების გზებს

გაყოფილი სამეული: როგორ ეძებენ, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან დაახლოების გზებს

17.11.2021
ნახვა 305

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი სახელმწიფოდან სამმა საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირის გზაზე საკუთარი ძალების გაერთიანებასთან დაკავშირებით მიიღს გადაწყვეტილება. ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2021 წლის ივნისის ბოლოს ბრიუსელში წარადგინეს, ინიციატივა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - "ასოცირებული ტრიოს” შესახებ. ეს არის ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის პლათფორმა, რომლის არსი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სახელმწიფოების პოზიციების შესაჯამებლად, კონკრეტული მიდგომების შემუშავებაა.

თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, აწარმოებენ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან და მათი მოქალაქეები კვლავ ისარგელებენ უვიზო რეჟიმით. სამივე სახელმწიფო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად აღიარებისკენ ისწრაფვის.

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა რეგიონული თანამშრომლობა

“ასოცირების ტრიოს” წევრი სამივე ქვეყანა ევროკავშირთან თანამშრომლობს ორმხრივ ფორმატის, ასოცირების ხელშეკრულებების საფუძველზე. ამასთან, ბრიუსელისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ფორმატი, ანუ თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ექვს სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ყოველთვის ცდილობდა შეექმნა ახალი განზომილება - კერძოდ, რეგიონული თანამშრომლობა თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ხოლო „ასოცირებული ტრიო“ გახდეა პირველი ასეთი რეგიონული ინიციატივა პარტნიორობის ფარგლებში. შესაბამისად, ახალი პლათფორმა ცალსახად მისაღებია ბრიუსელისათვის. ევროკავშირის წარმომადგენლები ტრიოს შექმნას „რევოლუციას“უწოდებენ, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ამ ფორმატმა არ გაანადგუროს აღმოსავლეთ პარტნიორობა.

“ასოცირების ტრიო” კიდევ უფრო დიდ მნიშველობას შეიძენს ევროკავშირისათვის, თუ ის გზას გაუხსნის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ექვსი სახელმწიფოსა და კავშირის ურთიერთობის უფრო აქტიურ ფაზას. აღსანისნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი სამი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (აზერბაიჯანი, სომეთი და ბელორუსი) საკუთარ თავს ევროინტეგრაციის მიზანს არ უსახავს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ჯგუფად დაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. როგორც უკრაინის, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის ყველაზე ამბიციური აღმოსავლელი პარტნიორები არიან. იმდენად რამდენადაც, აზერბაიჯანი არ მალავს თავის აზიურ იდენტობას, სომხეთი და მით უმეტეს ბელარუსი კი რჩებიან რუსეთთან მიჯაჭვული და კრემლის ინტერესების გამტარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წინაშე არსებობს გამოწვევები, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება.

სახელმწიფოების ინდივიდუალური მიდგომა ევროკავშირთან დანამშრომლობაზე

„ასოციაციების ფორუმმა, რომელმაც სამი ქვეყნის ოფიციალური პირები და ექსპერტები გააერთიანა, შესაძლებელი გახადა „ტრიოს“ ქვეყნების გამოცდილების შედარება.

საქართველოსა და უკრაინის სწრაფვა ევროკავშირისაკენ, კონსტიტუციურად არის დეკლარირებული. დოკუმენტში გაწერილი ეს ვალდებულება, იყო კავშირის ნდობის განმტკიცებისათვის საჭირო ნაბიჯი, რათა ქვეყნებს ნათლად ეჩვენებინათ, რომ ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების დროებითი მისწრაფება, არამედ სახელმწიფოს მუდმივი, მტკიცე კურსი, რომელიც არ შეიცვლება არჩევნების შედეგების მიხედვით.

2024 წელს ოფიციალური თბილისი გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანას. ეს მას, სამეულის ყველაზე ამბიციურ მოთამაშედ წარმოაჩენს. თუმცა, საქართველოში მოქმედი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ოფიციალურად გამოცხადებული დონე ყველაზე დაბალია ახალი პლათფორმის ქვეყნებს შორის - მთავრობის შეფასებით, შეთანხმების შესრულება 37%-ით არის განსაზღვრული (შედარებისთვის, უკრაინის მთავრობა მიზნად ისახავს 54%-ს; თუმცა, გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიძლება იყოს გასათვალისწინებელი). ქართველი დიპლომატების განმარტები, 2024 წელს წევრობის განცხადების ვალდებულება, არის ერთგვარი მიზანი რეფორმების აქტიურად გატარებასა, და მათში საზოგადოების ინტეგრირებისათვის. შეიძლება ითქვას, ქართული მიდგომა არის მეტის მოთხოვდა, თუმცა მზაობა ნაკლების მისაღბად.

ფუნდამენტურად განსხვავებული გზა აირჩია მოლდოვამ. მთავრობა და პრეზიდენტი უარს ამბობენ შემდეგი ნაბიჯების პროგნოზირებაზე. მეტიც, კიშინოვი, უკრაინისა და საქართველოსგან განსხვავებით, ზოგადად თავს იკავებს არა მხოლოდ მოთხოვნებისგან, არამედ ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესახებ განცხადებებისგანაც. "ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საშინაო დავალებას ვასრულებთ. და როცა რეფორმებს განვახორციელებთ, შედეგი გვექნება - მაშინ შეგვიძლია ევროკავშირთან სხვა რამეზე ვისაუბროთ", - განაცხადა ანდრეი პოპოვმა, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის არის, რომ მოლდოვის წინა მთავრობები ხმამაღლა გასცემდნენ დაპირებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მსგავსი განაცხადის წარდგენა ჯერ კიდევ 2011 წელს იყო დაგეგმილი - მაგრამ შემდგომ პროცესი ვერ განვითარდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალურ თბილისსა და კიშინოვში მოქმედებს ე.წ ასოცირების დღის წესრიგი, რაც მოიცავს ბრიუსელთან ერთად დამტკიცებული შეთანხმებების განხორციელების გეგმა-გრაფიკს.

კიევმა ინტეგრაციის ყველაზე ორიგინალური გზა აირჩია. კონკრეტული განცხადებები ჯერ კიდევ არ კეთდება, თუმცა უკრაინა ინდივიდუალურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, წევრობის აღიარებასთან დაკავშირებით. ამჟამად გაფორმებულია 4 ასეთი დეკლარაცია, უახლოეს მომავალში მზადდება კიდევ 3. ცხადია, რომ ეს პროცესი არის განაცხადის „პრელუდია“, თუმცა ოფიციალურად ვადა არ არის დადგენილი.

შემდეგი "საეტაპო" მომენტი არის აღმოსავლეთის სამიტი, რომელიც დაგეგმილია 2021 წლის ნოემბერში. როგორც ჩანს, ოფიციალური კიევი საკმაოდ სერიოზულად ემზადება მრავალმხრივი შეხვედრისათვის. გარდა იმისა, რომ უკრაინა, ღიად ცდილობს ოფიციალური კიშინოვის დარწმუნებას ევროკავშირთან უფრო აქტიური და ამბიციური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამასთანავე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებით, თუ პარტნიორობის სამიტის რეზოლუცია არ იქნება საკმარისად მკაფიო და მრავლისმომცველი, ასოცირები ტრიო, დამოუკიდებლად იმუშავებს დოკუმენტზე, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური სახელმწიფოეის პროდუქტიულობის გაზრდასა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ორმხრივი თანამშრომლობის პარალელურად, ახალი ინიციატივის ფარგლებში განვითარებული პროცესები მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება წევრობის აქსელერაციისათვის. თუმცა, გასათვალისწინებელია ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფოების მიერ ევროკავშირისაგან მიცემული საშინაო დავალებების რეფორმებში გადმოთარგმნის საკითხი და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ანი ერგემლიძე

17.11.2021
ნახვა 305

კომენტარები