მთავარი უსაფრთხოება “3+3” ფორმატი, შესაძლებლობა თუ გამოწვევა რეგიონისათვის

“3+3” ფორმატი, შესაძლებლობა თუ გამოწვევა რეგიონისათვის

26.10.2021
ნახვა 345

ფოტო: Katehon.com 

რას გულისხმობს “3+3”?

3+3 თანამშრომლობის ფორმატზე საუბარი, მთიან ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბაქოში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე დასწრების შემდეგ, ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა წამოაყენა. ინიციატივა გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და თურქეთ, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას რეგიონში, ფორმატი ეხება უსაფრთხოების, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საკითხებს. ინიციატივისადმი ინტერესი მალევე დაადასტურა ომში გამარჯვებულმა აზრბაიჯანმა. რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოფიციალურად დაადასტურეს ფორმატში მონაწილეობის მზაობა. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა რომ მოძმე სომხეთი და საქართველო თანხმობას განაცხადებენ კავშირში მონაწილეობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისათვის. თუმცა, საქართველოში ინიციატივამ განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციისა და სუვერენიტეტის ხელყოფის გათვალისწინებით, ოფიციალური თბილისი არ განიხილავს ფორმატში მონაწილეობას.

ა ინტერესები აქვთ ფორმატის სავარაუდო მონაწილეებს?

ყარაბაღის მეორე ომი დიდი ცვლილებების საწყისი აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის. ურქეთ-აზერბაიჯანის პოლიტიკურ-სამხედრო თანამშრომლობა, და რუსეთის პასიურობა სომხეთის მხარდაჭერის პროცესში ძალთა ბალანსის ახალ გადანაწილებაზე მიუთითებს. ამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთმა საკუთარი ბაზა გახსნა რეგიონში, თურქეთმა კი რუსეთთან თანამშრომლობით დააარსა სადამკვირვებლო ცენტრი, რითაც გაიმაგრა პოზიცია რეგიონში. ამასთანავე, ირანი უკმაყოფილოა ომის შედეგებით და არ აღიარებს აზერბაიჯან-ნახიჩევანის კორიდორს, რომელიც გაივლის სომხეთს და ესაზღვრება თურქეთსა და ირანს. არალელურად იზრდება პარტნიორობის მნიშვნელობა ირანსა და სომხეთს შორის, ირანს სჭირდება სომხეთი, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული გადასასვლელი რუსეთსა და ევროპაში ტრანსპორტისთვის, ხოლო სომხეთი სავაჭრო გზების მუდმივი ბლოკირების წინაშე დგას აზერბაიჯანთან და თურქეთთან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო. რაც შეეხება საქართველოს, მისი ამჟამინდელი სამეზობლო პოლიტიკა მას საკმარისად მომგებიან პოზიციაში აყენებს იმისთვის, რომ რუსეთთან ალიანსში შესვლის გარეშე გაარმავოს ის უსაფრთხოების თუ ეკონომიკური კავშირები, რომლებსად ფორმატი ითვალისწინებს.

ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ამ ფორმატში მონაწილეობით

რუსეთს, თურქეთსა და ირანს საკუთარი ინტერესები აქვთ რეგიონში, მათ საერთო მიზანს ერთის მხრივ წარმოადგენს რეგიონში ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელიც შეამცირებს დასავლეთის ჩართულობას პროცესებში და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე გაზრდის დასავლეთის მიერ სანქცირებული რეგიონული ქვეყნების (თურქეთი, ირანისა და რუსეთი) გავლენის ხარისხს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისა და თურქეთის როლის ზრდა რეგიონში 2008 წლის ომისა და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.

ირანისათვის ფორმატი საკმაოდ მნიშვნელოვანია ტრანზიტული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის, სომხეთისა და ნახიჩევანის მოსაზღვრე ირანს შანსი აქვს გახდეს ერთგვარი გამტარი კორიდორი. ამასთანავე ირანი პრივილეგირებულია სხვა დიდ სახემწიფოებთან შედარებით, რადგან მას სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოსთან შენარჩუნებული აქვს მუდმივი დიპლომატიური ურთიერთობა.

ამგვარად, რუსეთის, თურქეთის და ირანის რეგიონალური ამბიციები ნაწილობრივ ემთხვევა, ფორმატი მათთვის ანტიდასავლური ინტერესების ხარჯზე შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გავლენების განმტკიცების საშუალებაა. თუმცა საინტერესოა, NATO-ს წევრი თურქეთის მომავალი გეგმები ირანსა და რუსეთთან გრძელვადიან თანამშროლობასთან დაკავშირებით. 3+3 არასდროს იქნება თურქეთისათვის ალიანსის ალტერნატივა, ის უფრო განიხილება როგორ რეგიონში პოლიტიკური ძალაუფლების პარტნიორობის გზით განმტკიცების შესაძლებლობა.

აზერბაიჯანი, ყარაბაღის ომში გამარჯვებული სახელმწიფოა, რომლისთვისაც ფორმატში მონაწილეობა საკმაოდ კომფორტულია. ის კავშირი, სადაც მისი სტრატეგიული და სამხედრო მოკავშირე - თურქეთი იქნება უსაფრთხოების გარანტი, კიდევ უფრო ამყარებს აზერბაიჯანის პოზიციების სტაბილურობას. თუმცა, საინტერესოა როგორ განვითარედება მოვლენები ირან-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბულობის ფონზე, რომელშიც თურქეთი აქტიურად არის ჩაბმული.

ომში დამარცხებული სომხეთი ერთის მხრივ ეჭვის თვალის უყურებს ინიციატივას, მოკავშირე რუსეთის პასიურობის შემდეგ, მეორეს მხრივ, კი თურქეთის მიერ აზერბაიჯანის აქტიური მხარდაჭერის შემდეგ, სრულიად დამოკიდებულია რუსეთის კეთილ ნებაზე. ამასთანაე სომხეთი აგრძელებს ირანთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ოფიციალური ერევნის მხრიდან იგრძნობა პოზიციების შერბილება. რუსეთისათვის სომხეთის დარწმუნება მარტივად იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომავალ, სავარაუდო რეგიონალურ პროექტებში სომხეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების პირობა ექნება.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რომელიც, მკაფიოდ აფიქსირებს უარს ფორმატში მონაწილეობაზე. პირველ რიგში, არსებობს რუსეთის ფაქტორი, რომელიც უშუალოდ ეროვნულ ინტერესებზე გადის და შეიძლება განვიხილოთ, როგორც სუვერენიტეტისათვის ბრძოლის დათმობა. შესაძლებელია საქართველო დადგეს 3+3+2 ფორმატის რეალობის წინაშე, სადაც დანარჩენ ქვეყნებთან ერთად რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც იქნებიან. ამასთანავე 3+3 ინიციატივა, აშკარად არალიბერალური ფორმატისაა, რომელშიც არ მონაწილეობს ქვეყნის არც ერთი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორი. გარდა ამისა, საქართველომ მხედველობაში უნდა მიიღოს ირან-ამერიკის დაძაბული ურთიერთობებიც. შესაბამისად არსებობს რიგი ეროვნული და სტრატეგიული რისკ ფაქტორები.

კავკასიის ინიციატივა“ (ედუარდ შევარდნაძე), „სტაბილურობის პაქტი კავკასიისთვის“ (სულეიმან დემირელი), „კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ (რეცეპ ტაიპ ერდოღანი, ) და „გაერთიანებული კავკასია“ (მიხეილ სააკაშვილი), ეს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის დაანონსებული ინიციატივებია, რომლებიც ვერ განხორციელდა. გაურკვეველია 3+3 ფორმატის ბედიც, ჯერ-ჯერობით არ არსებობს არგუმენტი მისი გამორჩეულობის დასადასტურებლად. შესაბამისად, ამ, ერთი შეხედვით, „მკვდრადშობილ“ თანამშრომლობის განხორციელება რთულად პროგნოზირებადი საკითხია. ფაქტია სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ნაკლებ სარგებელს ნახავენ, ვიდრე თურქეთი, ირანი და რუსეთი.

თეორიულად, დიდი და პატარა სახელმწიფოების რეგიონული თანამშრომლობის იდეა, შესაძლოა, მიმზიდველად ჟღერდეს. უმცა გასათვალისწინებელია რეალობა, რომლის წინაშეც დგანან ფორმატის პოტენციური მონაწილე სახელმწიფოები. ინიციატივაში პოტენციურად მონაწილე ექვს ქვეყანას შორის განვითარებულია სხვადასხვა სიმძაფრის კონფლიქტური ურთიერთობა რამდენიმე მიმართულებით. დაძაბულობის კერები საქართველო-რუსეთს, სომხეთ-აზერბაიჯანს, აზერბაიჯან-ირანსა და თურქეთ-რუსეთს შორის. შესაბამისად, დღეის მდგომარეობის ინიციატივის მოცემული ფორმატით წარმატებით განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა.

ანი ერგემლიძე

26.10.2021
ნახვა 345

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

აზერბაიჯანისა და თურქეთის ფარული ენერგეტიკული უთანხმოება

მხარეებმა გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულება დროებითი...
1 თვე

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში

რას ემსახურება ლოიდ ოსტინის ევროპული ტურნე?
1 თვე