მთავარი პოლიტიკა პოლიტიკური განახლება - ახალგაზრდები ქართულ პოლიტიკაში

პოლიტიკური განახლება - ახალგაზრდები ქართულ პოლიტიკაში

18.09.2021
ნახვა 305

ახალგაზრდა პოლიტიკოსების აქტივობა

2021 წლის თვითმართველობის არჩევნები მრავალმხრივ გამორჩეულია. ღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე პროცესი გამოირჩევა ახალგაზრდა პოლიტიკოსების განსაკუთრებული აქტივობით. არგად ნაცნობი და ახლადშექმნილი პარტიები, აქცენტს აკეთებენ პოლიტიკოსებზე რომლებიც ახალი ფურცლიდან, სუფთა ხელებით იწყებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას. მათ რიგებში მრავლად შეხვდებით, როგორც მაჟორიტარობის, ასევე საკრებულოს წევრობის ახალგაზრდა კანდიდატებს. რთი შეხედვით პროცესების მსგავსი განვითარება და საარჩევნო სივრცის გაახალგაზრდავება პოზიტიური ცვლილებების მომასწავლებელია. ჩნდება იმედი, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები შეძლებენ ახალგაზრდა ამომრჩევლის მოზიდვას არჩევნო ურნებთან, დაამარცხებენ საზოგადოებაში გაჩენილ ნიჰილიზმს და გააჟღერებენ მათ ხმას პოლიტიკურ სარბილზე. უმცა, მეორე მხრივ ვდგავართ რეალობის წინაშე, რომელიც განსხვავდება მოლოდინისაგან. ხალგაზრდა პოლიტიკოსები იმდენად არიან ჩაძირული საკუთარი პარტიის დღის წესრიგში, რომ გადაწყვეტილებათა ინკლუზიორობისა და ინოვაციური ასპექტების ნაცვლად, კვლავ რუტინულად აგრძელებენ წინა საარჩევნო კამპანიას და ფაქტიურად არიან პარტიული ინტერესების მატარებელი. საარჩევნო დაპირებები ისევ პოპულისტურია სოციალური, გარემოს დაცვითი და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც პოლიტიკოსთა ახალი თაობა პირდება ამომრჩეველს. პოლიტიკური ფსონები კვლავ უფროს თაობაზე კეთდება. უმცა, ახალგაზრდების ხმების მისაღებად საჭიროა დაპირებების შემუშავება რომელიც ახლოს არის იმ პრობლემებთან რაც ახალგაზრდებს რეალურად აწუხებს დღესდღეისობით.

ახალი თაობა ძველი თამაშის წესებით

პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობა ცალსახად მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებას. უმცა აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შეინიშნება გამოცდილების ნაკლებობა, ამაში კი დიდია პოლიტიკური პარტიების ლიდერების როლი რადგან რეკრუტირების ჯანსაღი, ბუნებრივი ოცესის ნაცვლად ლიდერების მიერ ერთპიროვნულად ხდება კანდიდატების შერჩევა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება შიდაპარტიულ პოლიტიკაში. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ფრთებში გაწევრიანების მთავარი მიზეზი უმეტესწილად არა იდეოლოგიურია, არამედ ან რაიმე რესურსებზე წვდომა ან გარკვეული პრივილეგიების მიღების იმედი.

შედეგად ვიღებთ, რეალობას, სადაც წინა საარჩევნო ბრძოლა კვლავ ძველი თამაშის წესებით მიმდინარეობს. როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციური ფრთა აქცენტს აკეთებს არჩევნებში ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ჩართვის მნიშვნელობაზე. თუმცა, არჩევნებში მონაწილე ახალგაზრდა სუბიექტებისაგან არ გვესმის განახლებისა და განვითარების ხმა, მათი იდეები და ხედვები, ჩვენ ყველა პარტიისაგან მხოლოდ ერთი და იგივე, კარგად ნაცნობი ხმა გვესმის.

პარტიებმა ახალგაზრდები წარმოადგინეს, როგორც მაჟორიტარობის, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებად. ორიენტირი კეთდება, იმაზე, რომ ახალი სისხლი წაადგება დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესს ძირითადად წინა საარჩევნო კამპანია ერთნაირია, ახალი თაობა, ისე როგორც სხვა ყველა კარდაკარ პრინციპით აწარმოებს შეხვედრებს ამომრჩეველთან, დაპირებებიც ძირითად შემთხვევაში მსგავსია და არ არის ორინტირებული, რათა ახალგაზრდა ამომრჩეველს გაუჩინოს რეალური ინტერესი და სურვილი, რომელიმე პარტიის წარმომადგენელს მისცეს ხმა.

რატომ ირჩევენ ახალ ვექტორს პოლიტიკური პარტიები?

პოლიტიკური გაახალგაზრდავების მიზეზები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, თუმცა ვფიქრობ საარჩვენო პროცესებში ჩართული პარტიების ძირითად მიზანს წარმოადგენს, ახალი თაობის პოლიტიკოსებით მანიპულირება. საზოგადოება დაღლილია კარგად ნაცნობი სახეებით, რომლებიც ერთიანდებიან არა კონკრეტული იდეოლოგიის, არამედ პიროვნული ინტერესების გარშემო და წლების განმავლობაში აწარმოებენ ნეგატივზე დაფუძნებულ პოლიტიკას. მომლოდინე ხალხს კი აღარ უნდა ძველ პოლიტიკურ პარტიებში მოღვაწე ადამიანების ნახვა, რადგან ამ პარტიებმა მას ვერანაირი სიკეთე ვერ მოუტანეს. საქართველოში პოლიტიკური პარტიები იქმნება ადამიანების ირგვლივ და ეს პოლიტიკური პარტია ატარებს ამ პიროვნებებისს ინტერესებს. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვ შეხება საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენლებთან, სწორედ იმიტომ, რომ ესაა შეკრული და დახურული სივრცე, კონცენტრირებული კონკრეტული სახელების ირგვლივ. ახალგაზრდების არჩევა და მათი წინ წამოწევა პარტიებს შესაძლებლობას აძლევს აღადგინონ ჩატეხილი ხიდები მათსა და ამომრჩევლებს შორის ახალი სისხლისა და ახალი იმედის გამოჩენის გზით. თუმცა ფაქტია, დღეს სახეზე არ გვაქვს პარტიების მიერ მომზადებული “ახალგაზრდული პროგრამები”, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები ერთგვარი საშუალებაა კარგად ნაცნობი პოლიტიკური თამაშის მოსაგებად.

ანი ერგემლიძე

18.09.2021
ნახვა 305

კომენტარები