მთავარი პოლიტიკა არჩევნები 2021 - ვინ დაარღვევს პოლარიზაციის მოჯადოებულ წრეს

არჩევნები 2021 - ვინ დაარღვევს პოლარიზაციის მოჯადოებულ წრეს

30.08.2021
ნახვა 345

კარგად ნაცნობი თამაში და ახალი მონაწილეები

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გლობალური პანდემიისა და საარჩევნო სისტემაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე ჩატარდება. ტრადიციულად, საქართველოს წინა საარჩევნო ცხოვრება ერთი პარტიის დომინირებითა და პოლარიზაციით ხასიათდება. თუმცა არჩევნებში მონაწილე პატარა და ახლადშექმნილი პარტიების რაოდენობითა და ჩატარებული კვლევების შედეგებით, თუ ვიმსჯელებთ, არსებობს იმედი იმისა, რომ თამაშში ჩაერთვება „მესამე ძალა“, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა ქართველი ამომრჩეველი. საინტერესოა, რომელი პარტიები აღმოჩნდება მისაღები საზოგადოებისათვის და ვინ შეძლებს საბოლოოდ გაარღვიოს პოლარიზაციის მოჯადოებული წრე და დააკომპლექტოს მრავალპარტიული საკრებულო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ამ არჩევნებში, განსხვავებით ქართულ რეალობაში ჩატარებული სხვა არჩევნებისა, ამომრჩევლებს არ მოუწევთ ნეგატიური არჩევანის გაკეთება ორპოლუსიან საარჩევნო გარემოში.

თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და ახლად შექმნილი პარტია “დროა” შეთანხმდნენ. მათ ერთობას არ უერთდებიან სხვა ოპოზიციონერი პარტიები, რომლებიც დამოუკიდებელ ბრძოლად აპირებენ, „მესამე ძალის“ სტატუსისათვის.

ბრძოლა „მესამე ძალის სტატუსისათვის“

  • საქართველოსთვის“– რეინტინგი 5-10% - მესამე ცენტრის გაჩენის შანსი

პარტია გამოირჩევა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიით; პარტიის ლიდერმა განაცხადა, მათი მიზანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, რის შემდეგაც ორიენტირდებიან მართველ პარტიასთან ბრძოლაზე. 

პარტიის რეიტინგი დღითიდღე იზრდება, პარტიის რიგებში გადასული მმართველი გუნდის წევრების რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, თავად პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ხალხის სიმპათიის თვალსაზრისით მაღალ პოზიციას კვლავე ინარჩუნებს. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ „საქართველოსთვის“ ჩამოყალიბდება ახალ ძლიერ ძალად ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც თავს დაიმკვიდრებს მისთვის დამახასიათებელი წინა საარჩევნო კამპანიით. არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ორ ტრადიციულ ძალას შორის, ახალი მესამე ძალა მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.

  • ლეიბორისტული პარტია“ - რეიტინგი 3-5%

ლეიბორისტურ“ პარტიას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება, 2021 წლის არჩევნებზე პარტია ორიენტირდება ახალგაზრდებსა და გარემოს დაცვით საკითხებზე, რამაც ლოგიკური ასახვა ჰპოვა მათ კანდიდატებში. მათ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სწორხაზოვანი მიდგომა და ძირითადი ამომრჩეველი ყავთ. კვლევების შედეგად დგინდება, რომ მოსახლეობის 3% ხმას სწორედ ამ პარტიას მისცემდა ხვალ, რომ არჩევნები იმართებოდეს. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ პარტია, კვლავ წინა არჩევნებზე მიღებულ შედეგებს გაიმეორებს.

  • სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ – 2-5%

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ არჩევნებზე ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ეს არ არის ბრძოლა ენმსა და ქართულ ოცნებას შორის, ეს არის ბრძოლა აწმყოსა და მომავალს შორის.

კოალიციურ ოპოზიციას არ უერთდება პარტია „მოქალაქეებიც“, როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, პარტია იბრძოლებს საკრებულოში ადგილებისათვის. საინტერესოა, პარტიის წინა საარჩევნო კამპანია, რომელიც გარდა იმისა, რომ ორიენტირდება სოციალურ პრობლემებზე, ასევე მიემართება უშუალოდ თბილისის მოქმედი მერის წინააღმდეგ. მაგალითად, ეს არის ბანერები კითხვებით სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, კახა კალაძის მიმართ.

პარტია „ლელომაც“ ამომრჩევლის სოციალური პრობლემების მოგვარება განსაზღვრა პრიორიტეტად ამ არჩევნებზე. პარტიის ლიდერის განცხადებით, ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა მმართველმა პარტიამ დაკარგოს ხმების ნაწილი.

ზემოთ ხსენებული სამი პარტია, რომლებიც კვლევების მიხედვით მსგავს რეიტინგს ინაწილებენ, უარს ამბობენ ოპოზიციის ერთობასთან თანამშრომლობაზე და ორიენტირდებიან საზოგადოების სოციალურ პრობლემებზე. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები არც ისე დიდი ხანია, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ოპერირებენ, მათი წინასაარჩევნო რიტორიკა კარგად ნაცნობია ქართველი ამომრჩევლისათვის. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მათი რეიტინგი არ იქნება ძალიან მაღალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

  • ხალხისთვის“, „გირჩი“ – 1-3%

პარტია „ხალხისთვის“ აქტიური წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და ხშირად მართავს მოსახლეობასთან შეხვედრების, მიუხედავად იმისა, რომ პარტია პირველად იღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი დაპირებები სოციალურ და გარემოს დაცვით პრობლემებზე აპელირებით შემოიფარგლება, თუმცა ხაზს უსვამენ იმას, რომ მათი წარსული სუფთაა და პოლიტიკაში ახალი სახეებით მოდიან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი პარტია ამომრჩეველთან მცირე ნაწილისათვის იქნება მისაღები, თუმცა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის წინასაარჩევნო პროცესებს. რაც შეეხება, პარტია „გირჩს“, მათ მკვეთრად დამახასიათებელი იდეოლოგიური ვექტორი აქვთ, შესაბამისად, პროგნოზის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტიას მხარს კვლავ მათი მუდმივი ამომრჩეველი დაუჭერს, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებს.

რას ველოდოთ თვითმმართველობის არჩევნებისაგან?

როგორც ვხედავთ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ახალ სახეებს ვიხილავთ. მცირე ზომის პარტიები ცდილობენ, ამომრჩეველს თავი დიდი ხნის ნანატრ „მესამე ძალად“ წარუდგინონ. არჩევნებში ერთმანეთთან დაპირისპირების გარდა ვიხილავთ პატარა პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებას მმართველ ძალასა და მთავარ ოპოზიციურ ძალად მიჩნეულ „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს ასევე იქნება ბრძოლა ძირითადი ოპოზიციური ძალის ჩრდილიდან გამოსვლისთვისაც. „მესამე ძალის“ სტატუსისათვის მებრძოლი ყველა პარტიის განცხადებაში იკვეთება, რომ მათ მიზანს წარმოადგენს დამოუკიდებლად ასპარეზი და პოლარიზაციის აღმოფხვრა. მათთვის მიუღებელია, როგორც მმართველი პარტიასთან, ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა, იმდენად, რამდენადაც მათთვის მიუღებელია ამ ძალების ღირებულებები და მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველი დაღლილია ორპოლუსიანი საარჩევნო გარემოთი.

როგორც კვლევები აჩვენებს, ამომრჩეველთა აზრი იყოფა, მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება, განსხვავებული წინასაარჩევნო დაპირებები და ახალი სახეები მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველია. ვფიქრობ, მმართველი პარტია კვლავ ხმების უმრავლესობას მოიპოვებს, თუმცა დადგება მეორე ტურის გამართვის აუცილებლობაც, გამომდინარე იქიდან, რომ გაერთიანებული ოპოზიცია სტაბილურად , მუდმივ კომუნიკაციაშია საკუთარ ამომრჩეველთან, რომლებიც მხარს კვლავ მათ უჭერენ. ამასთანავე, იზრდება გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი, რაც ავტომატურად აისახება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობაზე. საკმაოდ დიდი კონკურენციაა თავად ოპოზიციაშიც. გამომდინარე აქედან, ქართველ ამომრჩეველს 2021 წლის არჩევნებზე აქვს საშუალება, მისთვის საინტერესო და სანდო პარტია აირჩიოს და საფუძველი დაუდოს კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას.

ანი ერგემლიძე

30.08.2021
ნახვა 345

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

„ქართული ოცნების“ პარალელური სოციოლოგია

გახარიას და ხალხის წინააღმდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“...
1 თვე

ქართული ოცნება რეგიონებში იშლება

არჩევნებამდე ორი თვით ადრე მმართველი პარტიის მდგომარეობა...
2 თვე