მთავარი პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პარალელური სოციოლოგია

„ქართული ოცნების“ პარალელური სოციოლოგია

გახარიას და ხალხის წინააღმდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.
23.08.2021
ნახვა 263

მმართველი პარტია ბოლო თვის განმავლობაში საკუთარი სოციოლოგიური ჯგუფის ჩატარებული კვლევების გასაჯაროებით არის დაკავებული. პოლიტიკურ ტექნოლოგიებში, მარტივი და კარგად ნაცადი ხრიკია, როდესაც კვლევის შინაარსი არა ფაქტების გამოსააშკარავებლად, არამედ სოციალური დისკურსის შესაქმნელად გამოიყენება. ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის მიზანია ხალხს (განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს) უთხრას, რომ მათი ოპოზიციური განწყობის მიუხედავად, ოპოზიციას გამარჯვების რაციონალური შანსი არ აქვს. უცხოური გამოცდილება მოწმობს, რომ მსგავსი მესიჯები ამომრჩეველზე ნეგატიურად მოქმედებს და მათ ნაწილში არჩევნებისადმი აპათიურ დამოკიდებულებებს იწვევს. ნაკლები ამომრჩეველი ხშირად მმართველი ძალის გამარჯვებას ნიშნავს. ასევე გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ ამომრჩევლის დემოტივაციისთვის პირველი ნაბიჯი, კობახიძემ და კომპანიამ შარლ მიშელის დოკუმენტის მოშლით და 43%-იანი დათქმის გაუქმებით გადადგეს.

 

ყველაფერთან ერთად, ხელოვნური სოციოლოგიით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, თავისი უმთავრესი კონკურენტის, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის,“ ხალხის თვალში მარგინალიზებას ცდილობს. ამ გამოკითხვებში, ექს-პრემიერის გუნდი ძირითადად აუთსაიდერ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პოზიციონირებს. ალბათ ბევრისთვის ღიმილისმომგვრელია, რომ სხვა, უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებში, ყველაზე მზარდი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიას, ისეთი ოდიოზური დაჯგუფებები ასწრებენ, როგორებიც „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ არიან. ასევე ნიშანდობლივია, რომ მმართველი გუნდის წარმოდგენილ მონაცემებში, მმართველი გუნდის კანდიდატის შემდგომ, აუცილებლად მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი პირი.

მესიჯბოქსში, რომელიც ძირითადად ფეისბუქ ტროლების და ე.წ „ათასლარიანი ექსპერტების“ საშუალებით ვრცელდება, ჭარბობს შიშის დამთესი შეტყობინებები: „მიშა ჩამოვა,“ „ნაცები მოვლენ,“ „ომი დაიწყება“ და პასიურობის გამომწვევი ტექსტები: „გახარია სუსტია,“ „უკეთესი არავინ არის,“ „მაინც არაფერი შეიცვლება,“ „ცხრა წელია იგებენ“ და ასე შემდეგ.

სიმართლე კი ის არის რომ მმართველი გუნდი ასეთი სუსტი და სწორხაზოვანი არასდროს ყოფილა. ქართველმა ამომრჩეველმა შეიძლება ძლიერი პოლიტიკოსის ნათქვამი „ზღაპარი“ დაიჯეროს, მაგრამ შეშინებული პოლიტიკოსების სოციოლოგიურ ტყუილებს ნამდვილად არ აჰყვება.

ლალი პაპოშვილი

23.08.2021
ნახვა 263

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ქართული ოცნება რეგიონებში იშლება

არჩევნებამდე ორი თვით ადრე მმართველი პარტიის მდგომარეობა...
1 თვე