მთავარი პოლიტიკა ქართული ოცნება რეგიონებში იშლება

ქართული ოცნება რეგიონებში იშლება

არჩევნებამდე ორი თვით ადრე მმართველი პარტიის მდგომარეობა რთულდება
16.08.2021
ნახვა 1538

ქართული ოცნება“ თავის ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში კარგავს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ერთი პოლიტიკოსის პარტიიდან წასვლა, ხშირად რამდენიმე ათეული, ზოგჯერ ასეული სხვა მხარდაჭერის დაკარგვას ნიშნავს. ამრიგად, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ ხმების 43%-ის მოპოვება სულ უფრო არარეალური ჩანს. ასეთ პირობებში გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქართულმა ოცნებამ მიშელის მიმდინარე წლის 19 აპრილის შეთანხმება გააუქმა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს გარდაუვალი იქნებოდა. ამჟამად მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პარტიიდან წევრების წასვლის ტალღა გააჩეროს და დარჩეს ხელისუფლებაში 2024 წლამდე.

დიდი ემიგრაცია

ამჟამად ძნელია ისეთი რეგიონის პოვნა, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთი ძირითადი წევრი მაინც არ დაუკარგავს. ვინ დატოვა უკვე პარტია? რამდენიმე უახლესი მაგალითი:

  • ხაშურის საკრებულოს შვიდ წევრ - ვაჟა ხარშილაძე, ირინე გელაშვილი, მამუკა წიქარიშვილი, ზვიად ტეფნაძე, ანა ხარებავა, ჯონდო კაპანაძე, ემზარ მურჯიკნელი
  • ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი - ჯონი ჯალაღონია
  • რუსთავის საკრებულოს წევრი - ზვიად დოლიძე
  • თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევრი - გიგა ორ­კო­დაშ­ვილ
  • ბათუმის საკრებულოს წევრი – ნატალია ძიძიგური
  • ყვარლის საკრებულოს წევრი - თამარ დენტოშვილი
  • მარტვილის საკრებულოს წევრი – გიორგი ხორავა
  • ქარელის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი - ვასილ ბაქრაძე
  • გარდაბნის საკრებულოს წევრი – რაფი ორუჯოვი

გიორგი გახარია ძლიერდება

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოაღნიშნული პირი, რაფი ორუჯოვის გარდა, პარტიას "საქართველოსთვის" შეუერთდა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. დღეისათვის ის არის ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც მხარდაჭერის რეგულარული ზრდა აქვს, რაც IRI– ს უახლესი გამოკითხვით დადასტურდა. ასევე აღსანიშნავია ფაქტი, რომ პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ხალხის სიმპათიის თვალსაზრისით მაღალ პოზიციას კვლავე ინარჩუნებს და ამჟამად პატრიარქ ილია მეორესა და თბილისის მერის, კახა კალაძეს შემდეგ მესამე ადგილზეა. პარტია სარგებლობს კარგად შემუშავებული საარჩევნო სტრატეგიით. ქართულ პოლიტიკაში ბოლო თვეები შეიძლება დავახასიათოთ როგორც რეგულარული ქუჩის ჩხუბი, აბსურდული ცილისწამება, სიცრუეები, ამომრჩევლის და დასავლელი მოკავშირეების უგულებელყოფა. ქართული საზოგადოება უარყოფს პოლიტიკური ბრძოლის ნებისმიერ აგრესიულ ფორმას. ომებისა და რევოლუციების გამომცდელი, ქართველი ხალხი როგორც ჩანს, პოლიტიკის კეთების მშვიდობიან ფორმებს ანიჭებს უპირატესობას. გახარიას პარტია არ ჩაება უსაფუძვლო კონფლიქტებში და ატარებს ზომიერ და კონსტრუქციულ საარჩევნო კამპანიას. მისთვის დამახასიათებელი მთავარ თვისებას, ოპონენტების პატივისცემა წარმოადგენს. პარტია "საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიაში არავის ესხმის თავს და მოქმედებს პრინციპით «two dogs strive for a bone, a third runs away with it».

ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიწყეს საუბარი პოტენციურ კოალიციურ მთავრობაზე. ჩემი აზრით, არც „ქართული ოცნება“ და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ არიან მზად ამგვარი მმართველობისთვის. მათმა მრავალწლიანმა ბრძოლაერთმანეთთან ორი ძალა იქამდე მიიყვანა, რომ მათი შიდა იდეოლოგიური რადიკალიზმი სხვასთან ხელისუფლების გაზიარებას არ დაუშვებს. ეს პოტენციალი გახარიას გუნდში ჩანს, თუ რასაკვირველია ის დღევანდელი იდეების ერთგული დარჩება.

მთავრობის რეაქცია

ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიის წევრების დაკარგვის საფრთხეს კარგად აცნობიერებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის 2022 წლის იანვრიდან ხელფასების საგრძნობ ზრდას აანონსებს. ეს არის რეაქცია პრინციპითწყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”. სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნებით გამოყენება სახეზეა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიგრაცია ამ გზით შეიძლება შენელდეს, მაგრამ ეს პროცესი ნადმვილად არ გაჩერდება. „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება გარდაუვალია.

ყველაზე ცუდი საქართველოს თვალსაზრისით, მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში არის ის, რომ ხელისუფლებაში დარჩენის ფასად მთავრობა მზად არის ძალიან შორს წავიდეს, თუნდაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭების რისკით. ეს არის ცხადი უგულვებელყოფა იმ პრონციპებისა, რომლითაც პარტია 2012 წლის არჩევნებამდე მოქმედებდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პარტიას ტოვებს უამრავი წევრი. ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მათ ბევრი არგუმენტი აქვთ და ეს პროცესი ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც არ შეჩერდება.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

16.08.2021
ნახვა 1538

კომენტარები