მთავარი პოლიტიკა მმართველი პარტიის ექსპერტები ევროპის წინააღმდეგ კრემლის ნარატივს იყენებენ

მმართველი პარტიის ექსპერტები ევროპის წინააღმდეგ კრემლის ნარატივს იყენებენ

16.07.2021
ნახვა 637

მმართველი პარტიის "ექსპერტები" პრო-რუსულ ნარატივს, სადაც ევროპული ინტეგრაცია ტრადიციების, ქრისტიანობისა და ეროვნული ღირებულებების დაკარგვასთან ასოცირდება, უკვე ღიად იცავენ. როგორც ჩანს პარტიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება, თუნდაც ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კონფრონტაცას და რუსეთთან დაახლოვებას გულისხმობდეს;

ბატონებო, ევროკავშირი "ხორცსაკეპში" იმის გამო კი არ გვატარებს, რომ ჩვენს ღირებულებებს ებრძვის; ბრიუსელი იმიტომ წერს კრიტიკულ წერილებს, რომ ქუჩაში ჟურნალისტებს არ კლავდნენ, მოსამართლეებს შეთანხმების მიხედვით ვირჩევდეთ და რაც მთავარია, საკუთარ კონსტიტუციას ვცემდეთ პატივს. ჩვენმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ თუ სახელმწიფო საკუთარ ფუნდამენტურ ფუნქციებს არ შეასრულებს, კრემლის ხაფანგში მარტივად აღმოვჩნდებით.

ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელმაც ომის შემდეგ მილიონობით ევროპელს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მისცა, სადაც ეროვნული მრავალფეროვნება ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება და რომელიც წმინდა ქრისტიანულ საწყისებზე შეიქმნა.

ცნობილი ფაქტია რომ 1951 წლის პარიზის კონფერენციამდე, რომლითაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი დაიწყო, ევროკავშირის დამფუძნებელი მამები რობერტ შუმანი, კონრად ადენაუერი და ალჩიდე დე გასპერი სალოცავად რაინის ბენედიქტიანურ მონასტერში სალოცავად განმარტოვდნენ. შუმანი, რომელმაც დეკლარაცია წაიკითხა, მიიჩნევდა რომ დემოკრატიის არსებობა ქრისტიანობით განპირობებული ღირსების, თავისუფლებისა და სიყვარულის დიდი დამსახურებაა. მიმდინარე წელს პაპმა ფრანცისკემ, გამოსცა დეკრეტი, რომლითაც შუმანი "გმირული სათნოების" მქონედ დაასახელა, რაც წმინდანად გამოცხადების საწყისი ეტაპია.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ლიდერები ქრისტიანობის ალექსანდრ დუგინისეული ვარიანტით ხელმძღვანელობენ და მზად არიან ხელისუფლების შესანარჩუნებლად ჩვენს ნამდვილ მეგობრებს საბოლოოდ ჩამოგვაშორონ. საზოგადოების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, გახდება თუ არა საქართველო ახალი ბელარუსი.

ლალი პაპოშვილი

16.07.2021
ნახვა 637

კომენტარები