მთავარი ეკონომიკა ფინანსური კრიზისი: კარგი დრო ინვესტიციისთვის?

ფინანსური კრიზისი: კარგი დრო ინვესტიციისთვის?

12.12.2020
ნახვა 766

კრიზისი მოახლოვებისას, კომპანიები ზღუდავენ ინვესტიციებს, მომხმარებლები ამცირებენ თავიანთ ხარჯვებს, ხოლო საზოგადოების მოლოდინები ოპტიმისტური ფინანსური გარემოდან უფრო პესიმისტურისკენ იხრება და მომავლის შესახებ გაურკვევლობის განცდებს ტოვებს. ფინანსური კრიზისი დროს ინვესტიცია მაღალი რისკის შემცველი, მაგრამ გაცილებით სარგებლიანი პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივ დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი კრიზისის დროს თავშეკავებული ხდება, მომთმენი და მეთოდური ინვესტორები კრიზისულ სიტუაციებში შესაძლებლობებს ხედავენ. იმ ინვესტორებს, რომელთაც შეუძლიათ ინვესტიცია განახორციელონ კრიზისში, ირაციონალური შიშის და შფოთის აყოლის გარეშე, შეიძლება მიიღონ დიდი სარგებელიც კრიზისის დასრულების შემდეგ. თუმცა, კრიზისის დასრულების დრო, ყველაზე კარგ შემთხვევაში, გაურკვეველია ხოლმე. ბიჰევიორული ფინანსების თეორიის თანახმად, ადამიანები ცდილობენ აგრესიული ინვესტიციების განხორციელებას, როდესაც ზარალი მაქსიმალურად იზრდება და პირიქით. თუმცა, ეს თეორია ქცევას აღწერს მხოლოდ ადამიანის დონეზე, რადგანაც ადამიანებს აქვთ ემოციები. თუმცა უფრო დიდ დონეზე, ინდუსტრიის დონეზე, ემოციების გამოკლებით შესაძლებელია კრიზისზე გამარჯვებაც. მათ, ვისაც გამძლეობა აქვ, შეუძლიათ კრიზისის დროს ჩავარდნები სათავისოდ გამოიყენონ, როგორც „იაფიანი“ ინვესტიციის შესაძლებლობა.

ფინანსური კრიზისის დროს ინვესტიციის უმთავრესი ასპექტიკრიზისამდე, კრიზისის დროს და მის შემდეგ - არის დიდი სურათისთვის დანახვა, ვიდრე იმის მცდელობა, რომ სხვადასხვა სექტორებსა თუ ნიშებში დეტალური ანალიზით შეძლო მოგების ნახვა. კონკრეტული კრიზისების, მაგალითად, პანდემიით გამოწვეული 2020 წლის ფინანსური კრიზისის, დროს შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. საქართველოზე საუბრისას შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი ინდუსტრია, რომლებსსაც კრიზისის მიუხედავად, აქვთ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მოგების მიღების პოტენციალი.

საქართველოში ყველაზე მომგებიანი სექტორი იყო ტურიზმი, რომელიც ახლა მთლიანად შეჩერებულია. ისტორიულად, დაახლოებით ორი წელია საჭირო, რომ ეკონომიკა კრიზისიდან მთლიანად გამოვიდეს და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია არ იქნება გამონაკლისი. მოქმედი დიდი კომპანიები 2019 წლის ნიშნულამდე აღდგენას 2-3 წლის განმავლობაში ელოდებიან, რაც გრძელვადიანი დაბალი რისკის ინვესტიციის შესაძლებლობაა. ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დიდი და ზოგადია. ინდუსტრიები, რომლებიც ქმნიან ტურიზმს - სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, შეიძლება საუკეთესო ვარიანტი იყოს გრძელვადიანი ინვესტიციებისათვის. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს სასტუმრო ინდუსტრიის სტაბილურ ზრდას საქართველოში, შესაბამისად, შესაძლებელია ვარაუდი, რომ პანდემიის შემდგომაც გაგრძელდება სტაბილური ზრდა, რაც ინვესტიციების შემთხვევაში სარგებელს ნიშნავს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მეორე მხრივ, კვების მრეწველობა არის მოკლევადიანი ინვესტიციის შესაძლებლობაც, რამდენადაც, საკვები აუცილებელია ცხოვრებისათვის და ზოგიერთი კატეგორიის საკვები არაელასტიურია ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომ კრიზისი კვების მრეწველობაზე დიდ გავლენას არ ახდენს. კვებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობის ინდუსტრია არის A კლასის, გრძელვადიანი და დაბალი რისკის მქონე ინვესტიციის მსურველებისთვის. 2007-2019 წლების განმავლობაში სურსათის მოხმარების ხარჯების წილი საყოფაცხოვრებო მოხმარების მთლიან ხარჯებში 56% -დან 43% -მდე შემცირდა; იმავე პერიოდში ხელფასები თითქმის გაოთხმაგდა, შესაბამისად საკვებზე დახარჯული რაოდენობრივი ლარის ოდენობა გაიზარდა, რაც კვების მრეწველობას გრძელვადიან პერსპექტივაშიც მომგებიან საინვესტიციო ინდუსტრიად აქცევს.

ჯანდაცვის ინდუსტრია საქართველოში კრიზისს არ განიცდიდა, არამედ პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და ღირებული ინდუსტრია იყო და არის განსაკუთრებით 2020 წლის პანდემიის დროს, რაც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციებს ასევე ყველაზე დაბალ რისკიანს ხდის. მანამდე არსებული ტენდენციით და პანდემიის პირობებში მთავრობისგან მხარდაჭერილი ჯანდაცვის სექტორი გარდაიქმნა პირველადი/აუცილებელი მოხმარების მომსახურებად. ჯანდაცვის მსგავსად, ფარმაცევტული ინდუსტრია ახლა იმაზე სწრაფად იზრდება და უფრო სტაბილურია, ვიდრე ოდესმე. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე მოცემულია ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მარტივი ინდიკატორი - სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტები. ამ მონაცემებიდან გამომდინარე რთულია იმის მტკიცება, რომ ინვესტიცია აუცილებლად სარგებლიანი იქნება, მაგრამ ის ზოგადად აჩვენებს ვიზიტორების ზრდის ტენდენციას და ჯანდაცვის წილის ზრდას შინამეურნეობებში.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოში ზემოხსენებული ინდუსტრიების გარდა, უძრავი ქონება ერთ-ერთი მომგებიანი ინვესტიციის შესაძლებლობაა, მშენებლობის დაბალი თვითღირებულებით და პანდემიის შემდეგ გაქირავების/გაყიდვის მაღალი ფასით. პირველი ლოქდაუნის შემდეგ მთავრობის სუბსიდიებმა უძრავი ქონების განვითარებაში დიდი გავლენა იქონია. ხალხი ელოდება პანდემიის შემდგომ პერიოდს, რათა შეძლოს უძრავი ქონების შეძენა ან ბიზნესისთვის კომერციული ფართების ქირაობა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ბინების გაყიდვების სტატისტიკა, აშკარა ფაქტია, რომ უძრავ ქონებზე პანდემიას დიდად არ უმოქმედია და წინა წლების იმავე პერიოდის სტატისტიკის მსგავსია.

კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში ეკონომიკურ ფაქტორებისთვის თვალის დევნება მნიშვნელოვანია ინვესტორების მოსაზიდად. რეცესიის გავლენის შესამცირებლად მთავრობის ყველაზე ხშირად გამოყენებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის მარტივი მონეტარული პოლიტიკა - ხარჯების წახალისების მიზნით პროცენტების შემცირება. საბოლოო ჯამში კი ეკონომიკური აქტივობის გაზრდა. ეკონომიკური მაჩვენებლები და პროგნოზები აჩვენებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამ შემთხვევაში უმარტივესი მაჩვენებელია მშპ-ს ზრდა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება იყოს მშპ – ს ზრდა პესიმისტური სცენარით, რაც პანდემის გათვალისწინებით არც ისე ცუდია. აქედან გამომდინარე, პესიმისტური სცენარის გათვალისწინებით, ზრდა მაინც სავარაუდოდ გარდაუვალია.

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია არის ტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური რისკის შემცირებას. ზოგიერთ ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა საშუალებას იძლევა ინვესტიციების დივერსიფიკაცია განხორციელდეს სხვადასხვა თვალსაზრისით და მაქსიმალურად გაიზარდოს შემოსავალი. ფინანსური კრიზისი კარგი დროა ინვესტიციისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად გაანგარიშებულია რისკები და სარგებელი. ეკონომიკის აღდგენის ციკლი ყოველთვის ხდება და სამომავლო სარგებელიც დადგენადია, მაგრამ რისკები ყოველთვის არსებობს და კონკრეტული ინდუსტრიის გაანალიზებით რისკების შემცირება და მაღალი მოგების მიღება სავსების შესაძლებელია.

ზურა გამთენაძე

12.12.2020
ნახვა 766

კომენტარები