მთავარი საგარეო პოლიტიკა პირველად ისტორიაში, ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა

პირველად ისტორიაში, ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა

27.10.2020
ნახვა 1240

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2020 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჩინური ბაზარი პირველად გახდა მოწინავე სხვა ტრადიციულ გასაღების ბაზრებთან შედარებით.

განაწილება ქვეყნების მიხედვით

წყარო: საქართველო სტატისტიკის სამსახური

ქვეყნიდან ექსპორტირებული პროდუქცია დარგობრივად შემდეგნაირად გამოიყურება: სპილენძის მადნები 41,1 %, მსუბუქი ავტომობილები 24,2 %, ფეროშენადნობები 14,4%, ღვინო 11,1 %, სპირტიანი სასმელები 6,9%. მიუხედავად ზემოთხსენებული მაჩვენებლისა, ქვეყნების ცალეკულ ჯგუფებთან მიმართებით საქართველოს ძირითად საექსპორტო ბაზრად მაინც რჩება დსთ 44,7% და ევროკავშირი 21,3 %.

რამ ფაქტორებმა გამოიწვია ჩინური ბაზრის პირველობა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში?

განსხვავებით დანარჩენი მსოფლიოსგან ჩინეთმა პირველმა მიიღო დარტყმა გლობალური პანდემიისგან ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში. ამავე პერიოდში ჰქონდა გამოცხადებული ქვეყანას მკაცრი „lock down” თებერვალი ყველაზე მძიმე თვე გამოდგა ჩინური ეკონომიკისთვის, თუმცა მარტის დასაწყისიდან პლანეტის ნომერ მეორე ეკონომიკა ეტაპობრივად დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მიუხედავად იმისა რომ ჩინეთის საზღვრები ჯერ კიდევ ჩაკეტილია ტურისტული ვიზიტებისთვის, ფაქტობრივად ქვეყნის შიგნით აღდგა უწინდებური ცხოვრება, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ეტაპობრივად ძველ რელსებზე დაბრუნებას. იანვარსა და თებერვალში პეკინი თავად ითხოვდა დახმარებას პირბადეებსა და სხვა სამედიცინო პროდუქტებზე, ხოლო რამდენიმე თვეში თავად გახდა მთავარი ექსპორტიორი ამ და სხვა პროდუქციისა მთელი საკუთარი საწარმოო შესაძლებლობებით. სავარაუდოდ ამით აიხსნება ჩინური ბაზრის მოთხოვნა სხვადასხვა წიაღისეულ რესურსებზე და ეს ძირითადი ამხსნელი ზემოთ ხსენებული შედეგისა. “statista.com” ის მიხედვით ჩინეთი ერთადერთი მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის, რომელსაც ექნება მცირე თუმცა მაინც ზრდა გლობალური პანდემიის პირობებში.

წყარო: Statista.com

ამასთან ერთად, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ჯერ კიდევ „კორონა წნეხის“ წინაშე არიან, შესაბამისად ზუსტად არავინ იცის თუ როდის დაუბრუნდება ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებები ძველებურ მაჩვენებელს, შესაბამისად ამ ფონზე ჩინურ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ქართული თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნედლეულზე, საკმაოდ ლოგიკურად ჩანს და არ არის გამორიცხული წლის ბოლომდ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ცნობისთვის, 2017 წელს საქართველო რეგიონში გახდა პირველი სახელმწიფო რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, მოგვიანებით იგივე შეთანხმება გაფორმდა ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ზონასთანაც.

თუმცა ამასთან ერთად ჩინური ბაზრის პირველ პოზიციაზე დარჩენა გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად საგულისხმოა, რადგან ლითონის ნედლეულისა და ღვინის გარდა ამ ეტაპზე ექსპორტში სხვა ქართული პროდუქციის ხვედრითი წილი არც ისე მნიშვნელოვანია.

გლობალურ პანდემიამდე საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა აზიელი ტურისტების (ჩინეთი & კორეა) რიცხვი საქართველოში, თუმცა პროცენტულად მათი წილი მაინც მცირე ევროპელ და ყოფილ პოსტ საბჭოთა სივრცესთან მიმართებით. გლობალური ტურიზმის კვლევის ცენტრები ვარაუდობენ, რომ სწორედ ერთ-ერთი პირველნი სწორედ აღმოსავლეთ აზიელი ტურისტები დაიწყებენ აქტიურ მოგზაურობას, როგორც კი პანდემიური მდგომარეობა მცირედით დასტაბილურდება, შესაბამისად კარგი იქნება თუ ამ დინამიკას ჩვენი შესაბამისი ორგანოები მხედველობაში მიიღებენ.

შალვა ჩიხლაძე

27.10.2020
ნახვა 1240

კომენტარები