მთავარი უსაფრთხოება „კავკასია 2020“ და ჩინელი სამხედროების პირველი გამოჩენა რეგიონში

„კავკასია 2020“ და ჩინელი სამხედროების პირველი გამოჩენა რეგიონში

სექტემბრის თვეში ჩრდილოეთ კავკასიამ მასშტაბურ და მრავალფეროვან სამხედრო სწავლებებს უმასპინძლა.
06.10.2020
ნახვა 1018

სექტემბრის თვეში ჩრდილოეთ კავკასიამ მასშტაბურ და მრავალფეროვან სამხედრო სწავლებებს უმასპინძლა, რომელშიც გამოყენებული იყო როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო და საზღვაო ელემენტები, წვრთნებში მონაწილეობა დაახლოებით 80, 000-მა სამხედრომ მიიღო. კავკასიის რეგიონისთვის რუსული სამხედრო წვრთნები სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა ჩინელი, მიანმარელი და პაკისტანელი სამხედროების გამოჩენა, რეგიონისთვის ნამდვილად სიახლე იყო. სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას ასევე იღებდნენ ბელარუსი, მონღოლი სომეხი და ირანელი ჯარისკაცებიც. კერძოდ, ირანულმა გემებმა რუსებთან ერთად კასპიის ზღვაში ჩაატარეს მანევრები.

ჩინური სახელმწიფო მედიის ინფორმაციით ჩინეთის დასავლეთ სამხედრო ოლქიდან, რომელიც სინძიანგის ავტონომიურ ოლქს მოიცავს ჯარისკაცები მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავით “xian Y-20”- ით ჩაფრინდნენ ასტრახანში, Y-20 რამდენიმე წელია რაც ექსპლუატაციაშია და ჩინელთა მიზანს თვითმფრინავის შესაძლებლობების დემონსტრირებაც წარმოადგენდა.

კავკასია 2020“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსაც შეეხო, როდესაც რუსებმა აფხაზეთში რამდენიმე საჩვენებლი სწავლება ჩაატარეს, სწორედ ამ ფაქტორის გამო ზოგიერთმა ქართველმა ექსპერტმა გამოთქვა ეჭვი რომ შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩინელი სამხედროებიც გვეხილა. ჩინელებისა ან/და პაკისტანელი სამხედროების ხილვა აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოვლად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. ოფიციალური პეკინი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
  2. ჩინეთს თავადვე აქვს სეპარატისტული რეგიონების პრობლემა (თაივანი, ტიბეტი & სინძიანგი) შესაბამისად ის ყოველთვის თავს იკავებს სეპერატისტულ რეჟიმებთან კომუნიკაციისგან არათუ მათთან ერთად სამხედრო სწავლებებში არ მონაწილეობს.

რუსეთიც და ჩინეთიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (Shanghai Cooperation Organization) თანადამფუძნებლები არიან, 2012 წლის შემდგომ ორმხრივი და მრავალხრივი სამხედრო ვარჯიშების რიცხვიც და გეოგრაფიული არეალიც საგრძნობლად გაფართოვდა. ჩინელი სამხედროები ასევე პირველად გამოჩნდნენ ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში. ჩინეთი და რუსეთი უსაფრთხოების სფეროში მრავალი წელია თანამშრომლობენ, თუმცა ყირიმის ანექსიისა და შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომის პარალელურად მათ გააძლიერეს როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობა, რომელიც გამოიხატებოდა როგორც იარაღის შესყიდვითა და სამხედრო- ტექნოლოგიური თანამშრომლობით, ასევე ოპერატიული სწავლებებით.

რუსულ-ჩინური სამხედრო სწავლებების რუკა 2012-2017 წლებში

წყარო: Meick, E. (2019). China-Russia military-to-military relations moving toward a higher level of cooperation. Economic and Security Review Commission.

გასული დეკადებისგან განსხვავებით, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება ერიდებოდა ქვეყნის საზღვრებიდან შორს მისი სამხედროების გამოჩენას, სი ძინფინგის ერაში ეს სტრატეგია შეიცვალა. 2016 წელს, ისტორიაში პირველად ჩინელმა და რუსმა სამხედროებმა ხმელთაშუა ზღვისპირეთში პირველად გამართეს საზღვაო სწავლებები, ხოლო ერთი წლის შემდგომ ჩინური გემები ბალტიის ზღვაშიც შევიდნენ.

სავარაუდოა რომ „კავკასია 2020“ არ იქნება ბოლო სამხედრო წვრთნები, რომელშიც ჩინელმა და რუსმა სამხედროებმა ერთად ივარჯიშეს. 2020 წლის ნოემბერში, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას უნდა ველოდოთ, რაც პირდაპირ კავშირშია მოსკოვსა და პეკინს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებასთან.

შაკო ჩიხლაძე

06.10.2020
ნახვა 1018

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

ექსპორტის პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს.
11 თვე