ამ პარტიის მესვეურთაგან ხშირად გავიგონებთ, რომ თურქეთს აჭარის დაპყრობა სურს. ამ კონტექსტში, მიმდინარეობს მუდმივი პოლიტიკური ინსინუაციები ყარსის ხელშეკრულების თაობაზე.
ყარსის ხელშეკრულების წინარე ისტორია
ორი დიდი იმპერიის (ოსმალეთი და რუსეთი) დეზინტეგრაციამ, ამიერკავკასიაში სრული საზაზღვრო ქაოსი და ომიანობა გამოიწვია. იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილი ქემალისტური თურქეთი და საბჭოთა რუსეთი, გარკვეულწილად, მოკავშირეები აღმოჩდნენ, რადგან ორივე ახალგაზრდა სახელმწიფოს ანტანტის მხარდაჭერილი ინტერვენციების წინააღდეგ უწევდა ბრძოლა.
დამოუკიდებლობის გზაზე პირველი დაბრკოლებების გადალახვის შემდგომ, ამ ორ ქვეყანას შორის დადგა აუცილებლობა კავკასიაში გავლენების გადანაწილების. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ბოლშევიკებმა დაასრულეს სამივე კავკასიური რესპუბლიკის გასაბჭოება, 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთსა და თურქეთს შორის „მეგობრობისა და ძმობის“ ხელშეკრულებას.
საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა, მანამდე ყველა გასაბჭოებული რესპუბლიკა დე-იურე დამოუკიდებლობას და ნომინალურ სუვერენულობას ინაჩუნებდა, შესაბამისად 1921 წლის 13 ოქრომბერს, ქალაქ ყარსში, მოხდა მოსკოვის ხელშეკურლების პირობების ფორმალური განვცრობა ამიერკავკსიის სამ სახელმწიფოზე.
ყარსის ხელშეკრულება
მეგობრობის ხელშეკრულება, ქალაქ ყარსში, დაიდო ერთის მხრივ თურქეთსა და მეორეს მხრივ სამ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - რუსეთის თანამონაწილეობით. მხარეები შეთანხმდნენ არ ეცნოთ მესამე ძალების მიერ ამ ქვეყნებისთვის თავს მოხვეული ნებისმიერი ხელშეკრულება.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ყარსის ხელშეკრულებამ გააკეთა გახლავთ ის რომ მან მოაწესრიგა საზღვარი თურქეთსა და სამ კავკასიურ რესპუბლიკას შორის (იხილეთ რუკა).