მთავარი პოლიტიკა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

ვინ მოიგებს არჩევნებს?
22.07.2020
ნახვა 579

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „Edison Research-მა 17 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარეული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბთ შემთხვევითბის პრინციპით შერჩეულ 18 წელზე მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებთან პირისპირ ინტერვიუს მეთოდით მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 2000-მა რესპოდენტმა მიიღო. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით განხორციელდა, ძირითადად მოიცავდა ეკონომკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წინ დაგეგმილი კვლევევბის ციკლის პირველი ნაწილი და ოქტომბრის არჩევნებამდე „Edison Research”-ი კიდევ 3 მსგავსი კვლევის ჩატარებას გეგმავს.

Edison Research

სანამ კლევის შედეგების გაცნობასა და მის ანალიზზე გადავალთ, მოკლედ გავეცნოთ თავად კველევების განმახორციელებლ ორგანზაციას და მის სანდოობასა და რეპუტაციას. “Edison Research”-ი ამერიკული კვლევითი ორგნიზაცია, რომელიც კლიენტებს საზოგადოებრივი აზრისა და სამომხმარებლო ბაზრის კვლევებს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით. ორგანიზაციის პორტფელი მოიცავს 4 ძირითად სფეროს: მედია კვლევები, საარჩევნო გამოკითხვები, მომხმარებელთა გამოკითხვები და საველე (out-of-home) კვლევები. “Edison Research”-ი ერთადერთი კომპანია, რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული ატარებს ეგზიტპოლებს ამერიკაში (საპრეზდენტო პრაიმერები, საერთო არჩევნები, საშტატო არჩევნები). მის დამკვეთებს შორის არიან CNN, NBC, ABS, ასევე არასაარჩევნო მიმართულებით Apple, Siemens, BBC, Oracle და ა.შ. “Edison Research”-ს მხოლოდ ამერიკის მასშტაბით 20,000 მდე დატრენინგებული ინტერვიუერი ყავს კვლევების ჩასატარებლად. ალბათ ეს მონაცემები და დამკვეთები საკმარისი იქნება ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობის გარკვეული მანდატი გაგვაჩნდეს და მინიმუმ მას ქართული ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობა არ დავაბრალოთ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “Edison Research”-ის გამოქვეყნებულ კვლევას, „კეზერაშვილის ჩატარებული კვლევა“ უწოდა. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა. გასაგებია ქართული ოცნების უკმაყოფილება შედეგებიდან გამომდინარე (რომელიც სინამდვილეში ცუდი სულაც არ იყო კვლევის მიხედვით), თუმცა მათი მხრიან მუდმივი მცდელობა მოახდინონ “Edison Research”-ის დისკრედიტაცია რაციონალურობის ფარგლებს სცდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ ბოლო არჩევნებში კვლევები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ მიერვე დაფუძნებულ ორგანიზაციას შეუკვეთა, რომლის შედეგები რადიკალურად სცდებოდა რეალურ შედეგებს განსხვავებით “Edison Research”-სგან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური ივარაუდა.

ორგანიზაციის სანდოობასთან დაკავშირებით მანიპულაცია ხშრად ხდება მის ქართველ ვიცე-პრეზიდენტთან - ნინო ჯაფარიძესთან დაკავშირებით. სინამდვილეში ნინო ჯაფარიძე ერთ-ერთია ორგანიზაციის 11 ვიცე-პრეზიდენტიდან და მისი პორტფელი მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობას. ნინო წარმოადგენს ორგანიზაციას საჯარო სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც და ეს არ ნიშნავს რომ მას რაიმე გავლენა აქვს კვლევის შედეგებზე ან მის ხარისხსა და სანდოობაზე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

17 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში, რამდენიმე კითხვა და შესაბამისად მონაცემი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მთავარი შეკითხვა, რომელმაც ხელისუფლებასა და ოპოზიციაში დიდი რეზონანსი გამოიწვია იყო: „ საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას?“ სადაც შედეგები (ალოკაციის გარეშე) შემდეგნაირად გადანაწილდა:

სხვა პარტიები:

  • ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი), პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
  • გირჩი“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ – 2%;
  • ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“, ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“, კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ - 1%.

ამ მოცემულობით, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ონცება ვერ ახერხებს საპარლამენტო უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნას, რადგან იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, მას მაქსიმუმ 73 მანდატი ექნება პარლამენტში, უმრავლესობისთვის კი მინიმუმ 76 მანდატია საჭირო. უმრავლესობის შესაქმნელად პარტიას სჭირდება მინიმუმ 40 პროცენტი პროპორციულ ნაწილში, თუ ჰიპოთეტურად ჩავთვლით რომ ყველა მაჯორიტარულ ოლქს მოიგებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. თუ „Edison Research”-ის ბოლო კვლევებს (მარტი, 2020) შევადარებთ, მმართველი პარტიის რეიტინგი საკმაოდ გაზრდილია. მარტში ქართულ ოცნებას მხარს გამოკითხულთა 29% უჭერდა (ალოკაციის გარეშე) და ფაქტია რომ პანდემიის შემდეგ ეს მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მარტის კვლევებთან შედარებით შემცირებულია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ოდენობა. “Edison Research”-ის მიხედვით გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დაახლოებით 8% ხელისუფლების მიმართ განეწყო სიმპატიით პანდემიის პირობებში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართული ოცნების უკმაყოფილებას ამ მონაცემების მიმართ ლოგიკურია. პანდემიის შემდეგ ყველა გამოკითხვით ქართული ოცნებისა და პრემიერ-მინისტრს გახარიას რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა. აპრილის და მაისის თვეში ხელისუფლების რეიტინგი პიკზე იყო (50-60%) და შესაბამისად შედეგი რომელიც ამ კვლევაში დააფიქსირა ქართულმა ოცნებამ დინამიკაში მხოლოდ კლებადი შეიძლება იყო არჩევნებამდე, რადგანაც კორონას საფრთხემ და პირველმა შოკმა მეტნაკლებად გადაიარა და არჩევნების მოახლოვებამდე უფრო აქტუალური გახდება ეკონომიკური საკითხები.

გამოკითხვაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო:

რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს სიახლე პოლიტიკურ ხელისუფლებაში და ასევე დიდია მხარდაჭერა კოალიციური მთავრობის მიმართ.

იმაზე თუ რის მიხედვით გააკეთებს არჩევანს მოსახლეობა, მიუთითებს გამკითხვის ის ნაწილი სადაც საუბარია ქვეყნის წნაშე არსებულ მთავარ პრობლემებზე.

მოსახლეობის აბოსლუტური უმრავლესობისთვის, მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა. ლოგიკურია, რომ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის დროს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად იყო წასულიყო გარკვეულ კომპრომსზე და „აეტანა“ ეკონომიკური პრობლემები, რისი შედეგიც იყო ხელისუფლებისადმი გაზრდილი ნდობა და მხარდაჭერა. თუმცა საფრთხის შემცირების შემდეგ (ობიექტურად თუ არაობიექტურად) საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკურსსა და დღის წესრიგში წინა პლანზე აუცილებლად წამოვა ეკნომიკური საკითხები.

მოსახლების ნახევარზე მეტი აცხადებს რომ მათ ან მათ ოჯახის წევრებს პანდემიის პერიოდში შეუცმირდათ შემოსავლები ან დაკარგეს სამსახური.

ასევე ფაქტია, რომ მოსახლეობის ის ნაწილი რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავლები ან გაუძვირდათ ცხოვრება პანდემიის გამო, შემორჩენილი რესურსების ამოწურვის ზღვარზე იმყოფებიან.

მოსახლეობის დიდ ნაწილს კი არ აქვს პოზიტიური მოლოდინები მათ მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

დასკვნის სახით

მთლიანობაში, ამ კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ ოპოზიციიისა და ხელისუფლების წარმატების შანსები მომავალ საპარლამენტო არჩევნებში თითქმის თანაბარია დინამიკაში.

ქართულ ოცნებას და მის ლიდერშიფს ბოლო წლების ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს პანდემიასთან ეფექტურად გამკლავების ხარჯზე. თუმცა რამდენად მოახერხებენ ამ რეიტინგის შენარჩუნებას არჩევნებამდე რთული სათქმელია. ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური პრობლემებია. ჩავარდნილი ტურისტული სეზონისა და მოახლოებული არჩევნების ფონზე, მოსალოდნელია რომ ეკონომიკური მდგომაროება უახლოეს მომავალში, ოპტიმისტურად რომ ვთქვათ, უკეთესობისკენ არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე მმართველი ძალა, ბოლომდე ეცდება კორონასთან წარმატებული ბრძოლის ინერცია შეინარჩუნოს არჩევნებამდე, რასაც რა თქმა უნდა თან დაერთვება ინფრასტრუქტურული პროექტები (რომლებიც თვეობით ვადაგადაცილების შემდეგ წინასაარჩევნოდ დასრულდება), ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების მობილიზაცია და ოპონენტების დისკრედიტაცია.

თავის მხრივ, ოპოზიციის მთავარი გამოწვევა იქნება მოსახლეობა დაარწმუნოს მმართველი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობაში და ამავდროულად შესთავაზოს პოზიტიური დღის წესრიგი და უკეთესი მომავლის ხედვა. ტრადიციული, ოცნებისა და მისი ხელმძღვანეების გაშავების პოლიტიკის ნაცვლად, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ხედვებისა და პროექტების პრეენტაციაზე, პოზიტიური დღის წესრიგისა და მომავლის იმედის შექმნის მცდელობაზე. პოსტ-კრიზისულ პერიოდში დადებითი მუხტი უფრო იმუშავებს ამომრჩეველზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს ხელისუფლების მუდმივი კრიტიკის და კონტროლის ეფექტურობასა და აუცილებლობას. მთავარია სააკაშვილი vs ივანიშვილის ტრადიციული დისკურსი არ გახდეს წინაასაარჩევნო პერიოდის მთავარი ნარატივი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოცნების წისქვილზე დაასხამს წყალს.

რომ შევაჯამოთ, ოცნების წინაასარჩევნო ამოცანა, სხვა ტრადიციულ საშუალებებთან ერთად, იქნება კორონას წნააღდმეგ ბრძოლაში მოპოვებული რეიტინგისა და მხარდაჭერის შენარჩუნება და საარჩევნო ხმებად თარგმნა, რაც სულ უფრო და უფრო ძნელი იქნება დროის გასვლასთან ერთად, რადგან მოსახლეობის პრიორიტეტებში ეკონომიკური საკითხები სულ უფრო წინ წამოვა. ოპოზიციის ამოცანა კი იქნება, მოსახლეობას შესთავაზოს რეალური ალტერნატივა არა ფიგურების და პიროვნებების სახით, არამედ პროგრამებით, პროექტებით, ეკონომიკური ხედვებით და შეეცადოს რომ მთავარ საარჩევნო დღის წესრიგში სწორედ ეკონომიკური საკითხები შემოიტანოს, ნაცვლად ოცნებისა და ივანიშვილის კრიტიკისა და გაშავებისა, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი როლი და მნიშვნელობა ექნება, მოლოდ დოზასთან შესაბამისად.

დავით ნაროუშვილი

22.07.2020
ნახვა 579

კომენტარები