მთავარი პოლიტიკა ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა

ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სიების მინიმუმ 25% ქალებით იყოს დაკომპლექტებულიმნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად.
06.07.2020
ნახვა 841

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სიების მინიმუმ 25% ქალებით იყოს დაკომპლექტებული, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად. რაოდენობრივმა ცვლილებმა, ადრე თუ გვიან, უნდა მოიტანოს თვისებრივი გარდატეხა, და ქალთა საჭიროებებზე ორიენტირებული დღის წერსიგის აქტუალიზაცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ამ სტატიაში შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო, თუ რა ძირითად მიზეზებს ასახელებს ამერიკის პოლიტიკის მეცნეირება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის ასახსნელად.

გენდერული აღქმა

გენდერული სოციალიზაცია, ანუ აღზდის დროს „მამაკაცისა“ და „ქალის“ ტრადიციული როლების მორგება და გათავისება, განაპირობებს იმას რომ ქალებსა და კაცებს საკუთარი უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების განსხვავებული აღქმა უვითარდებათ. ეს ფაქტორი დასახელებულია ერთერთ მთავარ მიზეზად რატომაც არ მონაწილეობენ ქალები პოლიტიკაში იმ დოზით როგორც კაცები. ქალბატონები ნაკლებად თვითდაჯერებულები არიან. ამის საპირისპიროდ, მამაკაცებს ახასიათებთ საკუთარი თავის გადაჭარბებული რწმენა არა მარტო იმ თემებთან დაკავშირებით რომლებსაც თვლიან რომ იციან, არამედ ისეთ საკითხებთან მიმართებაშიც სადაც ნაკლები კომპეტენცია გააჩნიათ. ერთი და იმავე საგანმანათლებლო მიღწევების და პროფესიონალიზმის დონის შემთხვევაშიც კი, ქალები გაცილებით ხშირად მიიჩნევენ, რომ არ არიან საკმარისად კვალიფიცირებულები რათა შემოვიდნენ პოლიტიკაში, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და პოლიტიკური თანამდებობა დაიკავონ.

ის რომ ქალები თავიანთ კვალიფიკაციას ნაკლებად აფასებენ ვიდრე მამაკაცები, ამერიკის მაგალითზე, შედეგად მოაქვს ის რომ ქალი ვინც „ბედავს“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას, საშუალო სტატისტიკურ მამაკაც პოლიტიკოსზე გაცილებით მაღალი კლასის პროფესიონალია. შესაბამსიად მას საკანონმდებლო სამუშაო უფრო ეფექტურად გამოსდის. ამ თეორიის ემპირული მტკიცებულებებიც არსებობს: ოლქი რომელსაც კონგრესში ქალი წარმოადგენს, დაახლოებით 10%-ით მეტ ფედერალურ დოლარებს იღებს, იმ ოლქებთან შედარებით რომლეთა რჩეულიც მამაკაცია.

ფსიქოლოგიური ბარიერი

ზემოთ მოყვანილი მცირე სამეცნიერო მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ხშირად გამოთქმული მოსაზრება თითქოს „ქალებს თავად არ უნდათ“ ანდა „მათ არავინ უშლის“ ხელს პოლიტიკაში მონაწილეობა მიიღონ მართებული არაა. სამართლებრივად, მართლაც არ არსებობს ბარიერი ქალებისთვის, თუმცა დღემდე ძლიერია ის შინაგანი წინაღობა რასაც ტრადიციული გენდერული ნორმების გათავისებას მოაქვს. ქალები თვლიან რომ ისინი მოუმზადებლები არიან საზოგადო-პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოსასვლელად. საკუთარი კვალიფიცირებულობის მათი სუბიექტური აღქმა ჩამოუვარდება მამაკაცებისას.

ამირგად, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკური სივრცის თვისებრივ გარდაქმნას, მეტი ქალის ხილვა საჯარო სივრცეში თუ ტელეეკრანზე, უამრავ ახალზგარდა გოგონას გაუჩენს იმის რწმენას, რომ მასაც შეუძლია იგივე გზა გაიმეორეს. თანდათანობით გადაილახება დაბალი თვითშეფასების ბარიერი.

გიორგი ხატიაშვილი

06.07.2020
ნახვა 841

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

გენდერული კვოტირება - დარღვეული თანასწორობის პრინციპი

ადამიანის წინსვლის საწინდარი არა მისი ჯგუფური მიკუთვნებულობა,...
9 თვე