მთავარი საგარეო პოლიტიკა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოს სამეზობლოში

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოს სამეზობლოში

რა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოს სამეზობლოში და როდის შეიძლება ველოდოთ საზღვრების გახსნას?
05.07.2020
ნახვა 1331

2019 წლის ბოლოს ჩინეთში დაწყებულმა ვირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა და პრაქტიკულად არც ერთი ქვეყანა და ტერიტორია არ დარჩენილა სადაც COVID-19-ს შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, თუ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მოახერხა ვირუსის დამარცხება ან შემთხვევების საგრძნობლად შემცირება, სხვაგან ჯერ ისევ მაღალია გავრცელების მასშტაბი.

მაშინ როდესაც საქართველო წარმატებით ებრძვის პანდემიას და საზოგადეობაც ნელ-ნელა ჩვეული ცხვრების რიტმს უბრუნდება, ყველა მეზობელ სახელმწიფოში ეპიდ-სიტუაცია ჯერ კიდევ კრიტიკულ ფაზაშია და დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილიც ძალაში რჩება.

საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისა და გასაკუთრებით ტურისტული სექტორის აღდგენისთვის, განმსაზღვრელი იქნება ჩვეს სამეზობლოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. საქართველოში შემოსული ტურსტების თითქმის 80% სწორედ მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოდის. მაგალითისთვს 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით შემომსვლელ ტურისტთა რაოდენობით პირველ 4 ადგილზე სწორედ ჩვენი პირდაპირი სახმელეთო მეზობლები იყვნენ: აზერბაიჯანი - 1424610, რუსეთი - 1404757, სომხეთი - 1268886, თურქეთი - 1098555. აღსანიშნავია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი ამ ქვეყნებიდან სახმელეთო საზღვრის გავლით შემოდიოდნენ.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეზობელ სახელმწიფოებში

ამ დროისათვის სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ეპიდემილოგიური სიტუაცია შეიძლება ითქვას რომ პიკურ ფაზაშია, თურქეთში კი სიტუაცია გაუმჯობესდა ქვეყნის დიდ ნაწილში. 5 ივნისის ოფიციალური მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებში მდგომარეობა შემდეგნაირია:

რუსეთი - 674 ათასი დადასტურებული შემთხვევა, 10,027 გარდაცვლილი, 446,879 აქტიური ქეისი და 207 ათასი გამოჯანმრთეებული პაციენტი, ჩატარებული ტესტების რაოდენობა 20 მილინზე მეტი. (პირველი დადასტურებული შემთხვევა 15 თებერვალი)

თურქეთი - 204 ათასი დადასტურებული შემთხვევა, 5,206 გარდაცვლილი, 179,500 გამოჯანმრთელეული და და 20,000 აქტიური შემთხვევა, ჩატარებული ტესტების რაოდენობა 3 მილიონ 500 ათასი. (პირველი დადასტურეული შემთხვევა 10 არტი)

სომხეთი - 28 ათასი დადასტურებული შემთხვევა, 477 გარდაცვლილი, 16 ათასი გამოჯანმრთელებული და 11,500 აქტიური შემთხვევა. ჩატარებული ტესტების რაოდენობა 120 ათასი. (პირველი დადასტურებული შემთხვევა 1 მარტი)

აზერბაიჯანი - 19,800 დადასტურებული შემთხვევა, 241 გარდაცვლილი, 11,300 გამოჯანმრთელებული და 8,300 აქტიური შემთხვევა. ჩატარებული ტესტების რაოდენობა 510 ათასი. (პირველი დადასტურებული შემთხვევა 28 თებერვალი).

როგორც სტატისტიკიდან ჩანს გაჯანმრთელებული და აქტიური ქეისების შეფარდება რუსეთის გარდა ყველგან დადებითია. აზერბაიჯანსა და სომხეთში შეფარდება თითქმის თანაბარია, ხოლო თურქეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მკვეთრად აღემატება აქტიური შემთხვევების ოდენობას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რო თურქეთში პიკურმა პერიოდმა გადაიარა და ქვეყანა აქტიური შეკავების ფაზიდან ნელ-ნელა შეზღუდვების მოხსნასა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენაზე გადადის. თურქეთმა უკვე გახსნა საჰაერო სივრცე და დაიწყო მიმსვლა ევროკავშრს მიმათულებითაც.

აზერბაიჯანი და სომხეთი სხვადასხვა გათვლებით და მოდელირებით ან პიკური ფაზის ბოლოში იმყოფებიან ან პიკური ფაზიდან კლებისკენ გადადის ეპიდ-სიტუაცია. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეფარდებაში ინფიცირებულთა რაოდენობით სომხეთს ევრპაში ყველა მძიმე სიტუაცია აქვს - 9,415 შეთხვევა ყოველ მილიონ მოსახლეზე (ერთ-ერთი ყვეაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში). ამას გარდა, სომხეთმა მოხსნა შეზღუდვების ნაწილი და უარი თქვა საგანგებო სიტუაციის გაგრძელებაზე მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კვლავ უმძიმესია. რგორც ჩანს, კორონა ვირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა სერიოზულად დააზარალა სომხეთის ეკონომიკა და ხელისუფლება იძულებულია, რომ მძიმე ეპიდ-სიტუაციის მიუხედავად დაიწყოს ზრუნვა ეკონომიკის ასამოქმედებლად. პრაქტიკულად, სომხეთში უკვე გახსნილია ყველა ბიზნესი და დაწესებულება და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ მოქალაქეების პასუხისმგებლობისა და თვით-იზოლაციის იმედი აქვთ. 25 მაისიდან, ქვეყნის მასშტაბით სავალდებულოა პირბადის ტარება და სხვადასხვა წესების დარღვევის გამო 3000-ზე მეტი ობიექტი დახურეს. თავად სომხეთის პრემიერსა და მისი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ კორონა ვირუსი, თუმცა ამჟამად ყველა მათგანი გამოჯანმრთეუბულად ითვლება.

რუსეთის შემთხვევა ოდნავ განსხვავებულია. რუსეთში გავრცელების პიკი 1 მაისიდან იწყება, როდესაც დღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა და მას შემდეგ მცირედი კლებით დღემდე თითქმის შენარჩუნებულია გავრცელების დინამიკა. როგორც ჩანს ტერიტორიითა და მოსახლეობით დიდ ქვეყნებში (ჩინეთი გამონაკლისია) გავრცელების კონტროლი უფრო ძნელია, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბთ მკაცრი შეზღდვების დაწესება და შემდეგ მისი ეფექტურად აღსრულება დიდ რესურსებს და ლოჯისტიკურ სიძლიერეს მოითხოვს. შესაბამისად, დიდ ქვეყნებში პიკური პერიოდი უფრო დიდხანს გრძელდება (მაგალითისთვის აშშ, ბრაზილია).

დასკვნის სახით...

შეიძლება ითქვას რო მეზობელ სახელმწიფოებში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმეა და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება და სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, შემდეგი ერთი-ორი თვის მანძილზე კორონა ვირუსის გავრცელების დონე ისევ სახიფათო ზღვარს ზემოთ იქნება. სავარაუდოდ, საქართველო ყველაზე მალე თურქეთთან შეძლებს საზღვრის გახსნასა და მიმოსვლის აღდგენას (ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყსში). ყველაზე გვიან კი რუსეთთან (სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს). თუმცა, ფაქტია, რომ ტურისტული თვალსაზრისით ამ ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ვიზიტორეის შემოსვლას არ უნდა ველოდოთ ზაფხულის ბოლომდე, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ საქართველო და მისი ტურისტული სექტორი მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მიიღებენ ზაფხულის სეზონის ანმავლობაში.

დავით ნაროუშვილი

05.07.2020
ნახვა 1331

კომენტარები