მთავარი უსაფრთხოება როდის ველოდოთ კორონავირუსის ვაქცინას?

როდის ველოდოთ კორონავირუსის ვაქცინას?

29.06.2020
ნახვა 1026

სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ მსოფლიოსთვის ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება ვაქცინის გარეშე ძალიან რთული იქნება. შესაბამისად ბევრს აწუხებს კითხვა იქნება თუ არა საერთოდ ვაქცინა, და როდის გამოჩნდება ის ბაზარზე. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცნა მხოლოდ დროის ამბავია. დოქტორი ფაუჩი ზომიერად ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი აზრით, შესაძლოა წლის ბოლომდე კაცობრიობას ვაქცინა უკვე ჰქონდეს.

ვაქცინის სამი ეტაპი

ზოგადად ვაქცინის შემუშავებას და ტესტირებას 10-15 წელი მიაქვს. უამრავი ინფექციური დაავდების წინააღმდეგ დღემდე არ არსებობს ეფექტური საშუალება. ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) წესების მიხედვით, ვაქცინამ კლინიკური ცდების სამი ფაზა უნდა გაიაროს სანამ ის მოსახლეობისთვის დასაშვებად ჩაითვლება.

ფაზა I - კლინიკური ცდების პირველ ეტაპზე, ლაბორატორიაში შექმნილი ვაქცინა მიეწოდება 100-მდე ჯანმრთელ მოხალისეს. ამ ეტაპზე მეცნიერები სწავლობენ ვაქცინის უსაფრთხო დოზას, გვერდით მოვლენებს, და ეფექტურობას. ამ ეტაპს შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით ერთიდან ორ წლამდე.

ფაზა II - თუ ვაქცინამ მცირე ჯგუფში გამოცდა წარმატებით გაიარა, ანუ მან იმუშავა განსაკუთრებული გვერდითი მოვლენების გარეშე, კლინიკური ცდები უფრო ფართო მასშტაბზე გადადის. რამდენიმე ასეულ მოხალისეს უკეთდება აცრა იმის დასადგენად თუ რა არის ყველაზე ხშირად განმეორებადი გვერდითი მოვლენა. ასევე შეისწავლება იმუნური სისტემის რეაქცია ვაქცინაზე. ამ ეტაპს, მკვლევრები, ორ ან სამ წელიწადში ფარავენ.

ფაზა III - ვაქცინის შესწავლის საბოლოო მესამე ეტაპში რამდენიმე ათასი მოხალისე მონაწილეობს. ნაწილს ეძლევა პლაცებო, ნაცილს ნამდვილი ვაქცინა. ცდის მიზანია შეადაროს ერთმანეთს ავადობის სიხშირე: ემართებათ თუ არა დაავადება ნაკლებად აცრილ მოხალისეებს, პლაცებო მიღებულ მოხალისეებთან შედარებით. ამ ეტაპზე საბოლოოდ დგინდება ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთოხება. დროის თვალსაზრისით ეს ფაზა ყველაზე ხანგრძლივია, და შეიძლება ორიდან ოთხ წლამდე გასტანოს.

FDA განიხილავს კლინიკური ცდებისგან მიღებულ მონაცემებს და ვაქცინის გამოყენების ნებართვას გასცემს.

ოქსოფრდის ვაქცინა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესამუშავებლად უპრეცედენტო ძალისხმევაა გაწეული. რამდენიმე ვაქცინამ პირველი ფაზა სამ თვეში გაიარა, ასევე საუბარია კლინიკური ცდების მეორე და მესამე ფაზის ერთდროულად ჩატარებაზე.

დღესდღეობით კორონავირუსის საწინააღმდეგო 172 ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. უმეტესობა მათგანი ლაბორატორიული კვლევის და ცხოველებზე გამოცდის ეტაპზეა. ნიუ იორკ თაიმსის მიხედვით 11 ვაქცინა კვლევის პირველ ფაზაშია, 8 მეორე, ხოლო 3 მესამე.

განსაკუთრებით საყურადღებოა ოქსფორდის უნივერისტეტის და ბრიტანულ-შვედური კომპანიის AstraZeneca-ს ერთობლივი მედიკამენტი. ვაქცნია დაჩქარებულ მეორე და მესამე ეტაპს გადის დიდ ბრიტანეთში, ასევე ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. ზაფხულში იგეგმება 30 000 ამერიკელ მოხალისეზე ამ ვაქცინის დატესტვა. სწორედ ამ ვაქცინის მასობრივი დამზადებისთვის გამოყო ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა 750 მილიონი დოლარი. კლინიკური ცდების წარმატებულად გავლის შემთხვევაში, კომპანია მზადაა ვაქცინის 2 მილიარდი დოზის მიწოდებისთვის.

Warp Speed

ამერიკის ფედერალური მთავრობის 10 მილიარდიანი ოპერაცია Warp Speed-ს მიზანია უზრუნველყოს კოვიდ-19 საწინააღდეგო 300 მილიონი დოზა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის არსებობა 2021 წლის იანვრისთვის. აშშ-ს ხელისუფლება თანამონაწილეობს ვაქცინის შექმნის, მასობრივი დამზადების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

ამ მიზნით კომპანია AstraZeneca-ს გამოეყო 1.2 მილიარდი დოლარი, იმ პირობით რომ 300 მილიონი დოზა ოქსფორდის ვაქცინისა მიეწოდება აშშ-ს. ვაქცინის პირველი პარტია შეიძლება 2020 წლის ოქტმბერშიც კი იყოს მზად ამერიკისთვის. 483 მილიონი მიიღო კომპანია Moderna-მ, რომელიც ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზის დაწყებას ივლისში გეგმავს და იმედოვნებს რომ ადრეული 2021 წლისთვის უკვე შეძლებს ვაქცინის მიწოდებას მოსახლეობისთვის.

ამას გარდა ამერიკის ხელისუფლება უკვე იწყებს ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებს. 138 მილიონი დოლარია გამოყოფილი 2020 წლის ბოლოსთვის 100 მილიონი შპრიცის წარმოებისთვის. 2021 წელს შპრიცების რაოდენობამ 500 მილიონს უნდა მიაღწიოს. ასევე, 200 მილიონი დოლარი დაიხარჯება დამატებით 164 მილიონი ვაქცინის ჩასასხმელი შუშის ამპულის დასამზადებლად.

რას უნდა ველოდოთ?

როგორც ვხედავთ პროგონოზი საიმედო და ოპტიმისტურია. მიუხედავად ამისა ზეიმი ჯერ ნაადრევია. ამავდროულად, საქართველომ უკვე უნდა დაიწყოს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა ჩვენ ადრეულ ეტაპზევე მივიღოთ.

გიორგი ხატიაშვილი

29.06.2020
ნახვა 1026

კომენტარები