მთავარი პოლიტიკა ერთი წელი 20 ივნისის მოვლენებიდან

ერთი წელი 20 ივნისის მოვლენებიდან

20 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან თარიღად დარჩება.
20.06.2020
ნახვა 1190

ფოტო: ნეტგაზეთი

 

20 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან თარიღად დარება. ეს დღე ბევრისთის შეიძლება ასოცირდებოდეს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა ან ძალაუფლების დაკარგვის შიში, ვიღაცისთის ეს შეიძლება ორივე თვალით ბოლოჯერ დანახული სამყაროსთან ან სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობასთან ასოცირდებოდეს, თუმცა იმის და მიუხედავად თუ ვისი პერსპექტივიდან შევხედავთ ამ დღეს, ერთი რამ ცხადია, ეს იყო დღე როცა ქართულმა საზოგადოებამ ღიად გამოხატა მისი ღირებულებების პირამიდა, გაავლო მკვეთრი წითელი ხაზი და დაანახა ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა და ის არ შეურიგდება ოკუპაციას და ღირსების შეურაცხყოფას.

და მაინც რითი იყო 20 ივნისი ასეთი მიშნელოვანი და რატომ შეიძლება ის უტოლდებოდეს საქართველოს უახლესი სახელმწიფოებრივი ისტორიის სხვა მნიშვნელვან ისეთ მოვლენებს, რომლებმაც, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა დიდი კვალი დატოვეს ისტრიულ მეხსირებაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ეროვნული ცნობიერებისა და იდენტობის ფორმირებაში.

მოვლენების ქრონოლოგია

17 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში გასამართ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთის დუმის 3 დეპუტატი მიიღებდა მონაწილეობას და ოპოზიციის მხრიდან გაისმა მოწოდებები ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების მისამართით, რომ მეტი სიფრთხილით მოკიდებოდნენ ამ საკითხს. 19 ივნისს გაიხსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბელეა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ყოფილი ავლაბრის რეზიდენცია). შეხვედრა პროტესტის ნიშნად დროზე ადრე დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, რომელმაც მიიჩნია რომ საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლა შეურაცხმყოფელი იყო მისთვის და მისი ქვეყნისთვის.

20 ივნისს ასამბლეის სხდომამ საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა. ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში მოკალათდა და რუსულად დაიწყო სხდომის წაყვანა (შეგახსენებთ, რომ ამ დროს სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ ქართული ოცნების დეპუტატები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები). 

ფოტო: ტაბულა

სხდომა პირდაპირ ეთერში შუქდებოდა, რასაც მოყვა მოქალაქეებისა და პოლიტიკური ძალების მხრიდან ბუნებრივი პროტესტი. სხდომის დაწყებიდან მცირე ხანში, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შევიდნენ სხდომათა დარბაზში და მოითხოვეს სხდომის შეწყვეტა და გავრილოვისგან პარლამენტის თავჯდომარის სავარძლის დატოვება (გავრილოვის ქმედება ასევე ღიად გააპროტესტა ქართული ოცნების მაშინდელმა წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა). ასამბლეა იძულებული გახდა შეეწყვიტა სხდომა, მას შემდეგ რაც პრეზიდიუმი დაიკავეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფონზე მოუწოდებდნენ გავრილოვს დაეტოვებინა საქართველოს პარლამენტი.

ფოტო: 1TV.GE

სხდომათა დარბაზში გამართული პროცესებს პარალელურად, პარლამენტთან მობილიზაცია დაიწყეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. გავრილოვის პარლამენტიდან გასვლას ისინი სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. გავრილოვს, ასევე პროტესტის დიდი ტალღა შეხვდა სასტუმრო რედისონთან, სადაც მას უკვე პროტესტის მონაწილეებმა წყლის ბოთლები დაუშინეს და მის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს.

პროცესები სწრაფად ვითარდებოდა სოციალურ ქსელებშიც, სადაც ჰეშთეგით „სირცხვილია“, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაიწყეს აქციის ორგანიზება. ამ საპროტესტო ტალღას ეწოდა ანტისაოკუპაციო აქცია და მის მიზანს, როგორც იმ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების, ასევე ხელისუფლების მისამართით პროტესტის გამოხატვა წარმოადგენდა. ოპოზიციამ პარალელურად მოითხოვა პარლამენტის მაშინდელი თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა, რომელიც იმ დროს აზერბაიჯანში იმყოფებოდა ვიზიტით. კობახიძის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო რომ კობახიძე გადადგომას არ აპირებდა.

20 ივნისს, 19 საათზე პარლამენტთან დაიწყო აქცია, რომელსაც მოგვიანებით გავრილოვის ღამე ეწოდა. რამდენმე საათში რუსთაველზე ათასობით ახალგაზრდა (და არა მხოლოდ) შეიკრება. ასევე, გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები და ცნობილი სახეები.

ფოტო: ნეტგაზეთი

აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანეით სიტუაცია დაიძაბა, როდესაც მმართველი პარტიის მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობის და პარლამენტის თავჯდომარის გადადგომაზე უარის თქმის შემდეგ, აქციის მონაწილეობის ნაწილმა გადაწყვიტა პარლამენტში ძალით შესულიყო. პარლამენტთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით საპოლიციო და სპეციალური სამსახურების ძალები, რასაც მოყვა დაპირისპირება და საბოლოოდ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა. აქციის დარბევა საათების განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც შედეგად 240-მდე ადამიანის საავადმყოფოებში გადაყვანა მოჰყვა. ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს პროცესი შეაფასეს, როგორც პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება. დაზარალებულთა შორის იყვნენ ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა უდიდესი ნაწილი არ მონაწილეობდნენ პარამენტში შესვლის მცდელობაში.

აქციის მსგავსი მეთოდებით დარბევის შემდეგ პროტესტის მონაწილეთა რიცხვი კიდევ უფრ გაიზარდა მეორე დღეს, პარლამენტის წინ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა უკვე ხელისუფლების ძალადობის გასაპროტესტებადაც. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ბრალს ოპოზიციურ პარტიებს სდებდა და მათ სახემწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა, მათ მოუწიათ დათმობაზე წსვლა. გადადგა პარლამენტის თავჯდომარე, მოგვიანებით საპარლამენტო მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა, როგორც ასამბლეის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საბოლოოდ ეს აქციები ყოვედღიური გახდა, გამოიკვეთა სამი ძირითადი მოთხვნა, რაც იყო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და მაშინდელი შსს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

რა ვისწავლეთ 20 ივნისისგან?

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ არაერთი მოსაზრება გამოითქვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, არაერთი სიუჟეტი გავიდა ტელევიზიაში და არაერთი გადაცემა მიეძღვნა ამ მოვლენებს. მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და საკამათო შეფასება სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან. მთელი რიგი საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია ამ დღესთან ჯერ კიდევ სასამართლოებშია, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ჟურნალისტების საქმე).

ბევრი კუთხით შეიძლება ვიდაოთ და ვიკამათოთ 20 ივნისთან დაკავშირებით. შესაძლებელი იყო თუ არა ამ პროცესების პრევენცია სახელმწიფოს მხრდიან, იყო თუ არა პარლამენტში შესვლის მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ნაწილი, უნდა გამოეყენებინა თუ არა პოლიციას ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ, მოხდებოდა თუ არა ეს ყოველივე ხელისუფლებას რომ უფრო ადრე აეღო პასუხსიმგებლობა და მათ შორის პარლამენტის თავჯდომარე უფრო ადრე გადამდგარიყო, სწორად იმოქმედა თუ არა ოპოზიციამ ა.შ მსგავს თემებზე დებატები და განხილვები დღემდე არ წყდება და შეიძლება ითქვას რომ ობიექტურ ჭეშმარიტებაზე მეტად, პოზიციები ხშირად პოლიტიკურ გემოვნებასა და აფილაციებზეა დამოკიდებული.

თუმცა, 20 ივნისის „გაკვეთილი“ ქართულმა საზოგადოებამ მაინც კარგად „ისწავლა“. თუ პროცესებს მოვაშორებთ პოლიტიკურ-პარტიულ მდგენელს და მას საზოგადოებრივი და ცნობიერებითი პრიზმიდან შეხვედავთ, მაშინ ამ დღის მაგალითზე დავინახავთ, რომ საქართველოში მენტალური საბჭოთა კავშირის რღვევა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და რომ არსებობს ისეთი პრინცპიპული საკითხები რომლებიც პოლიტიკურ გემოვნებასა და პიროვნულ დამოკიდებულებებზე მაღლა დგას. ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ მკვეთრად გაავლო ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც ისინი არც ერთ ხელისუფლებას არ აპატიებენ და ეს ხაზი გადის საქართველოს დამოუკიდბლობასა და რუსულ ოკუპაციაზე.

20 ივნისი იყო ერთგვარი გამყოფი ხაზი, რომლის შემდეგაც ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრა მიიღო გაფრთხილება, რომ რუსული პოლიტიკური პროექტების ღიად განხორციელება საქართველოში შეუძლებელია. ასევე, გამოჩნდა ისიც, რომ ახალ თაობას არათუ არ აქვს პრო-რუსული სენტიმენტები და აზრვნების საბჭოური მოდელის გავლენები, არამედ დღის წესრიგში დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის შესაძლებლობაც კი აღარ დგას. ახალ თაობას და მათ შორის ახალ პოლიტიკურ კლასს, რომელიც აუცილებლად წარმოიშვება 20 ივნისის მოვლენების ნაკვალევზე, აინტერესებს არა ის, უნდა იყოს თუ არა საქართველო დასავლური დემკრატიული სახემწიფო, არამედ ის თუ დემოკრატიის და თავისუფლების რა ხარისხი იქნება ქვეყანაში. ამიტომაც 20 ივნისს, შესაძლოა დაუყონებლივი პოლიტიკური შედეგები და ცვლილებები არ მოჰყოლია, მაგრამ მას ჰქონდა უდიდესი სიმბოლური და იდელოგიური დატვირთვა, რომლის შდეგებიც გაცილებით გრძელვადიანი იქნება, ვიდრე პროტესტის შედეგად მოკლე-დროში მიღწეული რამდენიმე პუნქტი.

დავით ნაროუშვილი

20.06.2020
ნახვა 1190

კომენტარები