მთავარი საგარეო პოლიტიკა აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს

აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს

ეს გადაწყვეტილება ისტორიულ მინიმუმამდე (25 000), დაიყვანს გერმანიაში აშშ-ს ჯარების რაოდენობას.
08.06.2020
ნახვა 844

ამერიკულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია რომ დონალდ ტრამპმა, გერმანიაში, აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის დაახლოებით 10 000 სამხედროთი შემცირება ბრძანა. ეს გადაწყვეტილება ისტორიულ მინიმუმამდე (25 000), დაიყვანს გერმანიაში აშშ-ს ჯარების რაოდენობას.

რა დგას ამ ნაბიჯის უკან?

ისევე როგორც ტრამპის უამრავი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ნაბიჯიც შეიძლება არა რაციონალური გათვლებით, არამედ უბრალოდ პერსონალური შურისძიებით იყოს ნაკარნახევი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უარი განაცხადა, ივნისის ბოლოს, ვაშინგტოში, დიდი შვიდეულის სამიტს დასწრებოდა, და აშშ-ს პრეზიდენტს ამ ღონისძიების სექტემბრისთვის გადატანა მოუწია. ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მთავარმა დემოკრატმა წევრმა, სენატორმა ჯეკ რიდმა, ამ გადაწყვეტილება „წვრილმანი“ და „აბსურდული“ უწოდა.

გარდა პიროვნული ვენდეტისა, ეს გადაწყვეტილება იმ საგრეო პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი არჩევის დღიდან ატარებს. ტრამპს მიაჩნია რომ ამერიკა სხვების დაცვაზე ბევრს ხარჯავს, ხოლო სანაცვლოდ არაფერს იღებს. ეს რიტორიკა განსაკუთრებით მწვავეა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით, რადგან 29 წევრიანი ალიანსიდან, ამერიკის გარდა მხოლოდ 8 ქვეყანა ახმარს საკუთარი მშპ-ს 2 ან მეტ პროცენტს თავდაცვის ხარჯებს.

გერმანია vs. ამერიკა

ტრამპის ადმინისტრაციის ზერელე დამოკიდებულება ევროპისადმი, იმაშიც სჩანს რომ 2020 წლის თებერვლიდან, ევროკავშირიში აშშ-ს წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტურია. ახალი კანდიდნატის შერჩევის ნაცვლად, 1 მაისიდან ამერიკის ელჩი ბელგიაში დაინიშნა, შეთავსებით, ევროკავშირში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად. მარტში ტრამპმა წინასწარი შეთანხმებისა და კონსულტაციების გარეშე გააუქმა ფრენები ევროპასთან კორონავირუსის გამო.

ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების კომენტირებისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა არ დამალა, რომ ათწლეულების მანძლზე არსებული მჭიდრო კავშირები გერმანიასა და ამერიკას შორის გართულებულია მას შემდეგ, რაც ტრამპი აირჩა პრეზიდენტად. ამავდროულად ამერიკისადმი სკეპტიციზმი იზრდება თავად გერმანიის მოსახლეობაში. 2018 წლის სოციოლოგიური გამოკითხვებით, გერმანელთა მხოლოდ 40 პროცენტს სურს თანამშრომლობის გაღრმავება ამერიკასთან, მაშინ როდესაც რუსეთთან და ჩინეთთან ეს რიცხვი, შესაბამისად, 69 და 67 პროცენტს აღწევს.

ევროპის თავდაცვის კავშირი

დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიასა და საფრანგეთში, ძლიერდება მოსაზრება რომ ამერიკის იმედად ყოფნა აღარ შეიძლება და საჭიროა ევროპამ თავისი თავდაცვითი სტრუქტურები შექმნას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააჟღერა იდეა რომ ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭირდო თანამშრომლობაა საჭირო. მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციაზე გამოსვლისას, ჰაიკო მაასმა მოუწოდა ევროპულ სახელმწიფოებს, ქაოტური და მზარდად იზოლაციონისტური ამერიკის ფონზე, მეტი პასუხისმგებლობა აეღოთ სამხდრო თანამშრომლობაზე. მაასიც და მაკრონიც განიხლინავენ ნატოს შიგნით ევროპის თავდაცვითი კავრიშირს შექმნის იდეას.

პერშინგის რაკეტები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის თავდაცვა წარმოუდგენელია ამერიკის მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე. სწორედ შეერთებული შტატების უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგი იყო რომ საბჭოეთმა რკინის ფარდა კიდევ უფრო დასავლეთით ვერ გადაწია. დღესდღეობითაც ტრანსატლანტიკური კავშირების დასუსტებით და ამერიკის ევროპიდან გასვლით, მხოლოდ ნატოს სტრატეგიული მოწინააღდეგე რუსეთი შეიძლება იყოს დაინტერესებული.

გავიხსენოთ, ერთი დეტალი უახლესი ისტორიიდან, თუ როგორ განამტკიცა ამერიკამ ევროპის უსფართხოება, გარკვეული ევროპული წრეების სკეპტიციზმის მიუხედავად. 80-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალის დასაბალანსებლად, ნატომ გადაწყვიტა პერშინგის ტიპის რაკეტების განთავსება მაშინდელ დასავლეთ გერმანიაში. ამ ფაქტმა მილიონობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში, როგორც თავად გერმანიაში ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებსაც მიაჩნდათ რომ ეს გადაწყვეტილება უაზროდ მილიტარისტული და კონფრონტაციული იყო. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბირთვული განიარაღების მომხრეთა და მწვანეთა მოძრაობები. 1987 წლის 12 ივნისს, ბრანდებურგის კარიბჭესთან თავისი ლეგენდარული გამოსვლის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მიმართა დემონსტრანტებს:

მე მოვუწოდებ მათ ვინ აპორტესტებდა მაშინ და აპროტესტებს ახლა რომ გაითვალსიწინოს ერთი ფაქტი: რადგანაც ჩვენ მტკიცედ დავდექით, საბჭოეთი დაუბრუნდა მილაპარაკებების მაგიდას.

1987 წლის 8 დეკემბერს ხელი მოეწერა საშუალო და მცირე მანძლზე მოქმედი რაკეტების აკრძალვის შეთანხმებას (INF) რომლის შედეგად ევროპა დატოვა როგორც ამერიკულმა ისე საბჭოთა სარაკეტო სისტემებმა. 2019 წლის 2 აგვისტოს, აშშ-მ ოფიციალურად დატოვა ეს ხელშეკრულება და მიზეზად რუსეთის მიერ პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.

გიორგი ხატიაშვილი

08.06.2020
ნახვა 844

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

მარტოდ დარჩენილი ამერიკა

ამერიკის მზარდი იზოლაციონისტური პოლიტიკით, პირველ რიგში მისი ორი...
10 თვე