მთავარი უსაფრთხოება Pacta sunt servanda ანუ შეთანხმებები უნდა შესრულდეს

Pacta sunt servanda ანუ შეთანხმებები უნდა შესრულდეს

თუ სახელმწიფო რაიმე ვალდებულებას იღებს ანდა საერთაშორისო ხელშეკრულებას აწერს ხელს, ის უნდა შეასრულოს
12.05.2020
ნახვა 1160

შეთანხმებები უნდა შესრულდეს’ - საერთაშორისო სამართლის ეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გულისხმობს, რომ თუ სახელმწიფო რაიმე ვალდებულებას იღებს ანდა საერთაშორისო ხელშეკრულებას აწერს ხელს, ის უნდა შეასრულოს.

ჰარმონია თუ ჯუნგლები?

სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების მასობრივი და მუდმივი დარღვევა აზრს დაუკარგავდა როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნებისმიერ ნორმალურ პროცესს. ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო ურთიერთობები ჯუნგლებს დაემსგავსება, სადაც არა მხოლოდ ძლიერი გადარჩება, არამედ ჯუნგლების მობინადრეებს ერთმანეთის მიმართ არანაირი ვალდებულებები და ნდობა არ ექნებათ ხოლო თანამშრომლობის ნებისმიერი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ჯერაც ძალიან შორსაა სასურველი ჰარმონიული წესრიგისგან, სახელმწიფოები მაინც არ ცხოვრობენ ჯუნგლების კანონებით. ქვეყნებს შორის ურთიერთობების ყოველდღიურობა წარიმართება და რეგულირდება უამრავი ორმხირივი თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლებსაც სახელმწიფოები, ძირითადად, პირნათლად ასრულებენ. ის ფაქტი, რომ სახელმწიფოები უამრავ დროსა და ძალისხმევას ახმარენ ხელშეკრულებების მოლაპარაკებების და მომზადების პროცესს, დაობენ ყოველ წერტილ-მძიმეზე, ტექსტში შეაქვთ დათქმები თუ როდის შეეძლებათ ამა თუ იმ მუხლის ვალდებულებების დოებით შეჩერება ისე რომ მთლიანი ხელშეკრულება არ დაარღვიონ, მიუთითებს სწორად იმაზე რომ ქვეყნები სერიოზულად არიან განწყობილი იმის მიმართ თუ რას აწერენ ხელს. მაგალითისთვის, მოლაპარაკებები საერთაშორისო ვაჭრობაზე სხვადასხვა ფორმით 1947 წლიდან მიმდიანრეობს, ხოლო უკანაკსნელი დოჰას რაუნდი 2001 წელს დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. სახელმწიფოები რომ არასერიოზულად ეკიდებოდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ალბათ ეს მოლაპარაკებები უფრო სწრაფად წარიმართებოდა. აგრეთვე, შეერთებული შტატები არ შეუერთდა რომის სტატუტს და შესაბამისად არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლოს (ICC) წევრი, რადგან არ სურს სასამართლოს იურისდიქცია მის მოქალაქეებზე გავრცელდეს.

რატომ ასრულებენ სახლემწიფოები ნაკისრ ვალდებულებებს?

სახელმწიფოების „კეთილსინდისიერებას“ რამდენიმე ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ. პირველ რიგში, ეს არის რაციონალური თვითინტერესი - ხელშეკრულების დაცვა თავად ხელმომწერს აწყობს, რადგან მისგან გარკვეულ სარგებელს ნახულობს. სამწუხაროდ, კეთილგონეირება არაა ყოველთვის საკამრისი, ამიტომ ხელშეკრულებები ხშირად გარკვეულ იძულებას ან წახალისებას ითვალსიწინებენ. ბიბლიური ‘კბილი კბილის წილ’ დღემდე ძალაშია. მაგალითისთვის, სავაჭრო ხელშეკრულებები უფლებას იძლევა პროპოციული საპასუხო დარტყმის. თუ ერთმა ქვეყანამ მეორეს, თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, ტარიფები დაუწესა, მეორეს უფლება აქვს ‘შური იძიოს“ და ასევე დაუწესოს ექვივალენტური ტარიფები პირველს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმები სავაჭრო ხელშეკრულებებს ებმის. განვითარებული სახელმწიფოები ცდილობენ ეკონომიკური ‘თაფლაკვერით’ აიძულონ რეპრესიული რეჟიმები გამოასწორონ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ხოლო მსგავსს რეჟიმებს არ სურთ უზარმაზარი ეკონომიკური სარგებელის დაკარგვა რაც ამ ხელშეკრულებებს მოაქვთ და თანხმდებიან ახალ ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში.

თუმცა რა რჯით ძლიერ სახელმწიფოებს შეასრულონ აღებული ვალდებულებები? რა ამოძრავებს ამერიკას, რომ სესხი დაფაროს? სამყაროში არ არსებობს შეიარაღებული ძალა ან სასამართლო, რომელიც შეძლებს ამერიკას ვალის გადახდა აიძულოს. პასუხი, დიდწილად, რეპუტაციაშია. ის რომ სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობს, საერთაშორისო დონეზეც რელევანტურია. თუ სახელმწიფო აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მას ძალიან დიდი ეჭვის თვალით შეხედავენ, ხოლო მასთან მომავალში საქმიან ურთიერთობებს ყველა მოერიდება. გაფუჭებული რეპუტაციის აღდგენას კი წლები სჭირდება. მაგალითისთვის, თუ ამერიკას არაკეთილსინდისიერი გადამხდელის იარლიყი მიეწებება, მას ფულს ან საერთოდ არ ასესხებენ, ან ძალიან ძვირად ასესხებენ. ამერიკა უფრთხილდება საკუთარ ბრწყინვალე საკრედიტო რეიტინგს და ამიტომ დროულად ფარავს სასესხო ვალდებულებებს.

ლიერი ითხოვს იმას რაც შეუძლია ხოლო სუსტი იძულებულია დაემორჩილოს. თუკიდიდე

არის შემთხვევები როდესაც, რეპუტაციური მუხრუჭებიც უძლურია და უბრალოდ ძალა აღმართს ხნავს. აშშ-ს ბოიკოტის მიუხედავად, 1986 წელს, გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ განაჩინა, რომ ამერიკის მიერ ნიკარაგუის ნავსადგურების დანაღმვა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის დარღვევა იყო. ნიკარაგუამ ზარალის ასანაზღაურებლად ორი მილიარდი დოლარი მოითხოვა. ამერიკამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა ვერდიქტს და უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო, რომელიც მოუწოდებდა აშშ-ს შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. 1990 წელს სანდინისტური რეჟიმის მარცხის შემდეგ, ახლადარჩეულ ნიკარაგუის პრეზიდენტს ვიოლეტა ჩამოროს, ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან განემარტა, რომ ამერიკის მხარდაჭერა დამოკიდებული იყო ნიკარაგუის მხრიდან მართმლსაჯულების სასამართლოდან სარჩელის გამოწვევაზე. 1991 წელს ნიკარაგუამ გამოიხმო სარჩელი. ხოლო 1990-91 წლებში, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, ნიკარაგუამ ყველაზე დიდი, ნახევარი მილაირდი დოლარის დახმარება მიიღო.

გიორგი ხატიაშვილი

12.05.2020
ნახვა 1160

კომენტარები