მთავარი უსაფრთხოება ლუგარის ლაბორატორია - იმპერიული აკვიატება

ლუგარის ლაბორატორია - იმპერიული აკვიატება

რუსეთი და ჩინეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ამერიკულ ლაბორატორიებს გმობენ
05.05.2020
ნახვა 1575

რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება ლუგარის ცენტრის მიმართ შეიძლებლება დახასიათდეს ერთი სიტყვით - აკვიატება. ობსესია, იგივე აკვიატება, არის ფსიქიკური აშლილობის ფორმა, როდესაც ადამიანის გონებაში წარმოიქმნება პერიოდულად განმეორებადი მისთვისვე შემაწუხებელი აზრები, რომლებსაც ის ვერ უმკლავდება.

ამ მოვლენის ნათელი გამოხატულება იყო 2020 წლის 17 აპრილის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფიგი. ალბათ უკვე თვლა აგვერია მერამდენედ, გაჟღერდა აზრი, რომ ამერიკა, რუსეთის გარშემო, საშიში ბიოლოგიური ლაბორატორიების სარტყელს ქმნის. კერძოდ, ქალბატონი მარია ზახაროვა არ გამორიცხავს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო მიზნებისთვის სახიფათო ინფექციური დაავადებების გამოყვანა მიმდინარეობდეს.

იმპერიის კონვულსიები

საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ფანტაზიების გაჟღერება რუსეთისთვის არახალია. ლუგარის ლაბორატორიის აკვიატება, შინაარსობრივად, თითქმის არაფრით განსხვავდება აწ უკვე კარგად ცნობილი ბოდვისგან, რომ თითქოს ნატო რუსეთის ალყაში მოქცევას ცდილობს. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ჯერ საკუთარი მოსახლეობა და შემდგომ მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ საფრთხე თითქოს ამერიკამ შეიძლება ესტონეთიდან სანკტ-პეტერბურგი დაბომბოს, რეალურია. ცნობისათვის, ბალტიის სახელმწიფოები ნატოს 2004 წელს შეუერთდნენ. ამ დროის განმავლობაში, მათი ტერიტორიიდან, ისევე როგორც სხვა ნატოს წევრი, და მსოფლიოს დანარჩენი არცერთი ქვეყნიდან, რუსეთზე თავდასხმა არ მოხმდარა. იმავე პერიოდში თავად რუსეთმა არაერთხელ გააჩაღა სამხედრო კონფლქიტი სხვა სახელმწიფოებთან.

ნატო რომ რუსეთს თავს დაესხმება და თბილისში ბიოლოგიურ იარაღს ამაზადებენ რუსების დასაწამლად - ამ ორ აკვიატებაში კარგად სჩანს თანამედროვე რუსეთის კომპლექსები: საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა და საკუთარი მნიშნვნელოვანობის გამძაფრებული განცდა. რუსეთის ხელისუფლების აზრით მთელი სამყარო დროსა და რესურსს მხოლოდ იმაში ხარჯავს, რომ რუსეთი დაასუსტოს. ყოფილ „სვერხძერჟავას“ ვერ წარმოუდგენია, რომ პლანეტის ყველა პოლიტიკური პროცესი მის გარშემო არ ბრუნავს და რუსეთი არაა სამყაროს ცენტრი. რუსეთი ვერ ეგუება იმ აზრს რომ ის აღარავის აინტერესებს, და ნატოს შტაბბინაში მისი დაპყრობის გეგემებს არ ამუშავებენ.

ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში, გარდა არასრულფასოვნების კომლექსისა ასევე ცხადადაა გამოკვეთილი იმპერიის ფანტომური ტკივილები. როგორც ადამიანს სტკივა უკვე ამპუტირებული კიდური, ისევე რუსეთი ვერ ინელებს იმ აზრს, რომ მისი ყოფილი დომინიონი ბედავს და არათუ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს, არამედ მჭიდრო პარტნიორობაში შედის მის მთავარ მოწინააღმდეგესთან.

არამკითხე მოამბე

თითქოს რუსეთი არ გვაკლდა, ახლა უკვე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ჩრდილოელ მეგობარს აჰყოლოდა, და ხაზი გაესვა რომ სახალხო რესპუბლიკა შეწუხებულია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბიოლოგიური ლაბორატორიების უსაფრთხოების დონით. ჩინეთმა ამერიკას მოუწოდა განმარტებები გაეკეთებინა თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამ კვლევით ცენტრებში.

როგორც იტყვიან ქურდს ქუდი ეწვისო. შეგახსენებთ სულ უფრო მატულობს საუბარი ახალი კორონავირუსის ეპიდემიაში უხანის ვირუსილოგიის ინსტიტუტის როლზე. ლაპარაკია რომ მართალია ვირუსი ხელოვნურად არაა შექმნილი, შესაძლებელია თავად გავრცელება სწორედაც რომ ამ ლაბორატორიიდან დაიწყო. პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა რომ ის გაცნობილია მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან მომდიანრეობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ არსებობს საფუძვლიანი სამხილები იმისა თითქოს ვირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა. ასევე ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ-ს და ახალი ზელანდიის სადაზვერვო სტრუქტურების საერთო ანგარიში, რომელიც პრესამ მოიპოვა, მიუთითებს რომ ჩინეთმა მიზანმიმართულად დამალა ვირუსის წამრომავლობის ფაქტები.

ფერი ფერსა

შესაბამისად ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო ფრონტში ერთად თავი მოიყარეს ყოფილმა ზე-სახელმწიფომ, რომელიც ვერ ეგუება სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, და ჰეგემონობის პრეტენზიების მქონე წითელი დესპოტია, რომელსაც თავად ბრალდება ბიოლაბორატორიაში უსფართხოების წესების არდაცვა და დაუდევრობით გლობალური პანდემიის გაჩაღება.

გიორგი ხატიაშვილი

05.05.2020
ნახვა 1575

კომენტარები