მთავარი საგარეო პოლიტიკა პოსტ-კორონავირუსული სამყარო

პოსტ-კორონავირუსული სამყარო

ჩინეთი თუ ამერიკა?
13.04.2020
ნახვა 2645

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ხშირად ადარებენ მეორე მსოფლიო ომს. მართლაც, ცხოვრების წესის ისეთი მასშტაბური შეფერხება, როგორც ახლა მიმდინარეობს - ოლიმპიადის გადადება ერთი წლით, საკალათბურთო, საფეხბურთო და ჩოგბურთის ტურნირების არ ჩატარება - 1945 წლის მერე არ დაფიქსირებულა. საინტერესოა, თავად ამ მოვლენების შემდგომი პროცესები, როგორ განვითარდება.

რას გვასწავლის ისტორია?

მოგეხსენებათ, პირვლემა მსოფლიო ომმა დაასამარა ოთხი იმპერია (რუსეთის, ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის და გერმანიის). ვერსალის ზავით შექმნილი ერთა ლიგის სისიტემა ვერ აღმოჩნდა სათანადოდ აღჭურვილი რომ გამკლავებოდა მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. აღმოცენებიდან 20 წელიწადში, ეს სისტემა განადგურდა. მეორე მსოფლიო ომი დასრულდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) შექმნით. ომის დამთავრებიდან მალევე, დაიწყო ცივი ომი და სამყარო პრაქტიკულად ორ მტრულად განწყობილ ბანაკად გაიყო. ამერიკის ლიდერობით შექმნილი ლიბერალური მსოფლიო წესრიგი და ე.წ. თავისუფალი სამყარო უფრო გამძლე გამოდგა ამ დაპირისპირებაში და დაამარცხა სოციალისტური ბანაკი.

მცირე ისტორიული ექსკურსი ცხადჰყოფს: მასშტაბური კატაკლიზმების დასრულებისას მსოფლიო ყოველთვის სახეცვლილი გამოდიოდა. მაშასადამე შეიძლება ვიკითხოთ: როგორი იქნება სამყარო კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ჩაცხრომის შემდეგ?

იზოლაციონიზმი თუ გახსნილობა?

პანდემიამ დაგვანახა, რომ ვირუსი სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს, შესაბამისად უკანასკნელ პერიოდში პოპულარული მიდგომა რომ ‘ყველა სახელმწიფო თავისთის’ - ჩიხურია. კრიზისსა და პოსტ-კრიზისულ პერიოდში საჭიროა საერთო უპრეცედენტო ძალისხმევა. იქნება ეს ვაქცინის დამზადება, სამკურნალო საშუალებების დატესტვა, პირბადეების გადანაწილება თუ ეკონომიკის სტიმულირების ფორმებზე შეთანხმება, ცალკე აღებული ვერცერთი სახელმწიფო მარტო ვერ გადალახავს ამდენ წინააღდეგობას. საკითხავია თუ ვინ ითავებს ამ გლობალურ კოორდინაციას?

მეორე მსოფლიო ომი დასრულდა ამერიკის სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აშშ ნახევრად იზოლაციონიზმით ‘გაერთო’. ამერიკა ფეხს ითრევს შეასრულოს დასავლური სამყაროს ლიდერი ქვეყნის ფუნქცია. პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად წუწუნებს რომ სხვა ქვეყნები ამერიკის ხარჯზე ცდილობდენ თავისი უსაფრთხოების მიღწევას. ხოლო სირიელი ქურთების ბედის ანაბარად მიტოვება და დაუღალავი მცდელობა ავღანეთიდან გამოსვლის, თუნდაც ეს თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნებას მოასწავებდეს, ამერიკის საერთაშორისო ასპრაზზე უკანდახევის ნიშნებია. მაგრამ როგორც ვიცით წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება. პოსტ-კრიზისულ პერიოდში, ჩინეთის შესაძლო გაძლიერება, განგაშის სიგნალი უნდა იყოს ამერიკისთვის.

ჩინეთი - ახალი ჰეგემონი?

კორონავირუსის ეპოქა, ჩინეთს უქადის როგორც მრავალ შესაძლებლობას, ასევე ბევრ საფრთხეს. ხელსაყრელი პერიოდი დგება ჩინური კაპიტალის ექსპანსიითვის. ეკონომიკური სიძნელეების მქონე ქვეყნები ჩინური ინვესტიციებისთვის იოლ სამიზნეს წარმოადგენენ. ასევე უკვე შეინიშნება ჩინეთის პროპაგანდისტული მცდელობები თავი ყველაზე ეფექტურ „კრიზის-მენეჯერ“ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, რაც ჩინურ მოდელს მიმზიდველს გახდის სხვა ქვეყნებისთვის. არ დაგვავიწყდეს, იმავე ჩინური მოდელის მეორე მხარეც: იგივე სახელმწიფო მილიონ უიღურს გულაგში ამყოფებს, ხოლო ჩინელები ციფრული თვალთვალის უპრეცედენტო წნეხის ქვეშ ცხოვრობენ.

მეორეს მხრივ ჩინეთი მზარდი იზოლაციის პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს. პირბადეების და სასუნთქი აპარატების სხვადასხვა ქვეყნებისთვის დარიგება, ვერ შეძლებს ჩინეთს რეპუტაცია საგრძნობლად გამოუსწოროს. სამყაროს ლიდერებს სრულიად ლეგიტიმური კითხვები აქვთ, ვირუსის აღმოცენების ადრეულ ეტაპზე, ფაქტების დამალსვათან დაკავშირებით ჩინეთის მმართველი კომუნისტური რეჟიმის როლთან. ამასთანავე, საკუთარ ქვეყნებში ეკონომიკური რეცესიის საფრთხის ზრდასთან ერთად, შეინიშნება მსოფლიოს წამყავნი ეკონომიკების ტენდენცია დაიწყონ მზადება ჩინეთიდან წარმოების გადმოტანისთვის. მაგალითისთვის: იაპონია 2.2 მილიარდ დოლარს გამოყოფს რათა კომპანიებმა წარმოება ჩენეთიდან იაპონიაში დააბრუნონ, ხოლო პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლარი კუდლოუმ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ სრულიანდ უნდა აუნაზღაურს წარმოების გადმოტანის ხარჯები ყველა იმ კომპანიას, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნება.

შესაბამისად, პოსტ-კრიზისულ პერიოდში დასავლური სამყარო ამერიკის მეთაურობით თავის თავში განახლების ძალებს იპოვნის ანდა ახალი მსოფლიო წესრიგი შეიძლება ჩინური წესებით ჩამოყალიბდეს.

გიორგი ხატიაშვილი

13.04.2020
ნახვა 2645

კომენტარები