მთავარი საგარეო პოლიტიკა პანდემიის ტრაგედია შვება აღმოჩნდა კლიმატისთვის

პანდემიის ტრაგედია შვება აღმოჩნდა კლიმატისთვის

გვაქვს თუ არა სიხარულის საფუძველი?
10.04.2020
ნახვა 4836

კრიზისის ნათელი მხარე

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ეკონომიკური საქმიანობა რამაც, მათ შორის, შეზღუდა ადამიანის გავლენა გარესამყაროზე. მრავალი წლის განმავლობაში პირველად, სათბური გაზების გამოყოფა შესამჩნევად იკლებს, წყალი და ჰაერი ყოველდღიურად უფრო და უფრო იწმინდება. ადამიანის მიერ წლების წინ წართმეულ ადგილებზე ცხოველები იწყებენ დაბრუნებას. შეიძლება ითქვას, რომ გლობალური პანდემიის ტრაგედიას პარადოქსულად აქვს პოზიტიური გავლენა გარემოზე და ასევე შეუძლია კაცობრიობისთვის საშიში სხვა საფრთხის - გლობალური დათბობის შეჩერება. სიმართლე ითქვას, კორონავირუსმა უკვე მოახდინა გავლენა კლიმატზე, დიახ მოახდინა, მათ შორის ინსტიტუციონალურ დონეზეც. გაეროს მიერ დაანონსებული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კონფერენცია COP26, რომელიც 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებული ქ. გლაზგოში, სწორედ კორონავირუსის გამო გადაიდო. ორკვირიან სხდომაზე სახელმწიფოებს უნდა დაედასტურებინათ და გაეძლიერებინათ თავიანთი ვალდებულებები, რომელიც 2015 წლის "პარიზის შეთანხმების" ფარგლებში დადეს და რომლის მიზანიც დედამიწაზე კლიმატის ცვლილების შეჩერებას ემსახურება. კორონავირუსმა კი თავად გადაჭრა ზოგიერთი საკითხი და მოახდინა გავლენა კლიმატზე ბევრად უფრო უკეთესად ვიდრე "პარიზის შეთანხმებამ" ან თუნდაც უკანასკნელ პერიოდში გრეტა ტუნბერგის აქტივობებმა. ახლა დროა იმაზე უფრო მეტად ვიფიქროთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მოულოდნელი ცვლილებების შესანარჩუნებლად.

გვაქვს თუ არა სიხარულის საფუძველი?

ექსპერტებისა და ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია გარემოს დაცვის საკითხებთან, ლამის ეიფორიული განწყობით ხაზს უსვამს ბუნებაში მომხდარ ცვლილებებს, კლიმატის გაწმენდას და ა.შ. თუმცა მეორე მხრივ, ისინი სრულად ივიწყებენ თუ რის ფასად ხდება მსგავსი ცვლილებები. ნუთუ ასი ათასობით ანდა მილიონობით ადამიანის ტანჯვისა და მსოფლიო ეკონომიკური სტაბილურობის ჩამოშლის ხარჯზე უნდა მიიღწეოდეს კლიმატის კრიზისის შეჩერება? პირიქით. ვფიქრობ რომ ჯერ ადრე ზეიმი, იქიდან გამომდინარე რომ ამ ეტაპზე დასკვნა არაა იმედისმომცემი. აშკარად ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისისა და მსხვერპლის გარეშე არანაირი საშუალებით არ შეგვიძლია სათბური გაზების გამოყოფის შემცირება. მეორე მხრივ, მსგავსი აზროვნების ოპონენტები ჩინეთს იშველიებენ მაგალითად, სადაც ეკონომიკის შეჩერების შედეგად საგრძნობლად გამოსწორდა ჰაერის ხარისხი - თანაც იმ ნიშნულამდე რომ შესაძლოა ეს იყოს მიზეზი 4 ათასი ბავშვისა და 73 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის. მათი აზრით, სუფთა ჰაერს უფრო მეტი მოსახლის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ვიდრე კორონავირუსი კლავს. მაგრამ აქვე იბადება ერთი კითხვა, რა იყო ვირუსის მსხვერპლთა რეალური რიცხვი ჩინეთში? კლიმატის გადარჩენის ბრძოლაში უნდა განვსაზღვროთ კი ვისი სიცოცხლეა უფრო მნიშვნელოვანი და ვისი ნაკლებად? რაღაც ეჭვი მეპარება...

პლასტმასის დაბრუნება

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ პლასტმასზე უარის თქმა და განსაკუთრებით ერთჯერადი, ყოველდღიური ნივთების მოხმარებიდან ამოღება იყო ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობის ძირითადი მიმართულება. COVID 19-ის ეპიდემიის ფონზე ქარხნებმა მთავრობის დუმილის და უფრო მეტიც, მხარდაჭერის ფონზე, შეაჩერეს თავიანთი ეკოლოგიური პოლიტიკა და ისევ დაუბრუნდნენ "ერთჯერადი" პლასტმასის წარმოებას. როგორც იკვეთება Bloomberg-ის მოხსენებიდან "საკვები პროდუქტების ჰიგიენაზე ზრუნვამ, რომელიც კორონავირუსითაა განპირობებული, შესაძლოა გამოიწვიოს პლასტმასის შეფუთვის ინტენსიური ზრდა, რაც შესაბამისად გამოიწვევს ყველა იმ მიღწევის უკუსვლას, რასაც ფირმებმა ამ სფეროში მიაღწიეს". ვირუსისგან თავის დასაცავად სტერილურ სისუფთავეზე ზრუნვაში გართულებმა შეიძლება არა თუ შევამციროთ, არამედ გავზარდოთ კიდეც პლასტმასის წარმოება. ეს ფაქტი დედაბუნებისთვის სამომავლო პერსპექტივაში სასიკვდილო დარტყმის ტოლფასი იქნება.

ვუბრუნდებით თუ არა ნახშირორჟანგს?

შეგვიძლია თუ არა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დაფიქსირებული სათბური გაზების ემისია კარგ ამბად განვიხილოთ? დღესდღეობის შეიძლება ითქვას რომ დიახ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სამწუხაროდ - არა. ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, ქვეყანა შეეცდება გაორმაგებული ძალებით აღადგინოს ეკონომიკა და მოახდინოს მიღებული ზარალის რეკომპენსაცია. ეს შესაბამისად დაკავშირებული იქნება ნახშირორჟანგის დამატებით ემისიასთან. რას მოიმოქმედებენ სხვა ქვეყნები, მშვიდად დააკვირდებიან ჩინეთის აღმასვლას? სრულებითაც არა, პირიქით. თავიდან დაიწყება ბრძოლა მსოფლიო პირველობის მოსაპოვებლად. უკვე ხმები დადის რომ ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში ევროკავშირმა უნდა შეაჩეროს საკმაოდ ამბიციური "ევროპული მწვანე შეთანხმების" პროექტი, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს კლიმატის ნეიტრალურობის მიღწევა 2050 წლისთვის. ეკონომიკური რბოლის ახალი ტალღა უკვე მზად არის სტარტისთვის...

მომავალი...

...ეკუთვნის ეკონომიკას. უკანასკნელ წლებში მსოფლიომ უკვე განიცადა ეკონომიკურ-ფინანსული რეცესია. მაშინაც რაღაც დროით შემცირდა სათბური გაზების ემისია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალში სწრაფად დაეწყო ზრდა. ალბათ არც COVID-19-თან გამკლავების შემდეგ იქნება სხვანაირი სიტუაცია. იმედი ვიქონიოთ, რომ შევძლებთ შევაჩეროთ ამჟამინდელი პლასტმასის რენესანსი. რაც შეეხება ნახშირორჟანს, აი მისი შეჩერება კი შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში აღმოვჩნდებით თუ არა ახალი საფრთხის, კლიმატური კრიზისის წინაშე? კარგი იქნებოდა ამაზე ნეგატიური პასუხი მქონდეს. თუმცა, რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენ, ადამიანებმა უარი ვთქვათ მომხმარებლურ ცხოვრების წესზე და აღარ ვეცადოთ გავზარდოთ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. ამ ყველაფრიდან ერთი პოზიტიური აზრის გამოტანა მაინც შეიძლება. არსებული პანდემია გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია გლობალური ერთიანობა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი სოლიდარობა ყველა ჩვენგანის სასარგებლოდ. ფრიად მწამს, რომ ეს იქნება ეფექტური გზა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. კლიმატური კრიზისის დროს ამგვარი ერთიანობა, ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება...

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

10.04.2020
ნახვა 4836

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, სისხლი დეფიციტშია

კიდევ ერთი გამოწვევა მსოფლიოს გარშემო ქვეყნებისთვის
9 თვე