მთავარი ეკონომიკა ეკონომიკური აქტივობების აღდგენა და ავსტრიული მიდგომა - მაგალითი საქართველოსთვის?

ეკონომიკური აქტივობების აღდგენა და ავსტრიული მიდგომა - მაგალითი საქართველოსთვის?

ევროპაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას აპირებენ
07.04.2020
ნახვა 1559

იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19 კიდევ დიდხანს დარჩება მოვლენად, მთავრობებს მოუწევთ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკური აქტივობების აღდგენა.

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო, ფაქტობრივად, დააპაუზა, შეწყდა მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ან ნებაყოფლობით იზოლაციაშია ან იძულებით კარანტინში. რაც უფრო მეტი დრო გადის და მეტი ინფიცირებული ადამიანია, უფროდაუფრო მეტი ხდება ცნობილი ვირუსის მახასიათებლებზე, თუმცა, ჯერ-ჯერობით, კვლავ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა. დღემდე არავინ იცის თუ კონკრეტულად როდის დასრულდება პანდემია. აშშ-ს ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თანახმად, მანამ სანამ ვირუსის კერა დარჩება ერთ ქვეყანაში მაინც, პრობლემა, საბოლოოდ, ვერ აღმოიფხვრება. შესაბამისად, ფაუჩი ვარაუდობს, რომ ახალ კორონავირუსს ექნება სეზონური ხასიათი და მოსახლეობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუწევს მასთან თანაცხოვრება. მსგავსი პროგნოზის ფონზე, რიგი სახელწმიფოების ხელმძღვანელებმა, მათ შორის ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მიიღო შეზღუდვების თანდათან მოხსნისა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენის გადაწყვეტილება.

ავსტრიული მოდელი

2020 წლის 14 აპრილიდან, პირველ ჯერზე, რა თქმა უნდა, მკაცრი ჰიგიენის სტანდარტების დაცვით გაიხსნება მაღაზიები. პარალელურად, ქვეყანაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნისას სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. მომავალი კვირიდან მსგავსი შეზღუდვა გავრცელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაშიც. პირველი მაისიდან კი გაიხსნება მოლები და სილამაზის სალონები, ხოლო რესტორნებთან და სასტუმროებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აპრილის შუა რიცხვებში იქნება მიღებული. მმართველი გუნდის აზრით, სასწავლო პროცესი ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება და მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაც ივნისამდე აიკრძალება. ამ ეტაპზე, ავსრტიაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია 12.297, ხოლო გარდაცვლილია 220 ადამიანი.

საქართველოს მთავრობის პოზიცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ 4 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, პირბადეებისა და ხელთათმანების თანხლებით ან მათ გარეშე ეკონომიკური საქმიანობა საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება. მართალია, საქართველოს მთავრობას ავსტრიის მსგავსად რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერ არ წარუდგენია, თუმცა ფაქტია, რომ მთავრობა უკვე აქტიურად განიხილავს შეზღუდვების მოხსნის საჭიროებას. ამ დრომდე, ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ 195 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხვავებით, საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პიკი აპრილის ბოლოს იქნება, თუმცა არა ისეთი მასშტაბური, როგორიც სხვა ქვეყნებშია. შესაბამისად, ლოგიკური და რაციონალური იქნება თუ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად აღადგენს ეკონომიკურ აქტივობას.

ჟანა სირბილაძე

07.04.2020
ნახვა 1559

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, სისხლი დეფიციტშია

კიდევ ერთი გამოწვევა მსოფლიოს გარშემო ქვეყნებისთვის
9 თვე