მთავარი უსაფრთხოება კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, სისხლი დეფიციტშია

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, სისხლი დეფიციტშია

კიდევ ერთი გამოწვევა მსოფლიოს გარშემო ქვეყნებისთვის
03.04.2020
ნახვა 3870

კორონავირუსმა, კონტინენტების და ქვეყნების მიუხედავად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი მრავალი სფერო შეაჩერა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები შეშფოთებულები არიან ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალთან დაკავშირებით. პანდემიის გავრცელებასთან ერთად, ბევრ ქვეყანაში მედია საუბრობს მედიკამენტების და სახის დამცავი ნიღბების დეფიციტზე მაგრამ არავინ ახსენებს იმ ერთს, რისი მატარებელიც თითოეული ჩვენგანი ვართ - სიცოცხლის გადამრჩენელ სისხლს...

სისხლი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი

სისხლის მიწოდება ჯანდაცვის სისტემისა და უსაფრთხოების უდაოდ ერთერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. სისხლის გადასხმა ყოველ დღე საჭიროა და ამას ვერანაირი პანდემია ვერ შეცვლის. სისხლის გადასხმა საჭიროა ქირურგიული პერაციებისას, ორგანოების გადანერგვისას, მშობიარობის პრობლემებისას და ასევე, დაავადებების მკურნალობისას, რამოდენიმე სახის სიმსივნის ჩათვლით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სისხლი ასევე საჭიროა უბედური შემთხვევების, ან ბუნებრივი კატაკლიზმებისას დაშავებულების მკურნალობისას. Covid-19-ის პანდემიამ სრულიად გადაფარა სიკვდილიანობის სხვა შემთხვევები, რომლებიც კვლავ ყოველდღიურად ხდება ჩვენს გარშემო...

სისხლის დეფიციტი აშშ-სა და ევროკავშირში

კორონა ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, სისხლის მიწოდების სფერო წნეხის ქვეშ აღმოჩნდა აშშ-სა და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, პოლონეთის ჩათვლით. აშშ-ს ბევრ შტატში უკვე მოუწოდებენ მოსახლეობას ჩააბარონ სისხლი. მეორეს მხრივ, ბევრ შტატში იკეტება სკოლები და სხვა ობიექტები, სადაც, როგორც წესი ხდება სისხლის ჩაბარება ეგრეთ წოდებულ სისხლის მობილურ სადგურებში. ამას გარდა, ადამიანებიც თავს იკავებენ სისხლის ჩაბარებისგან, Covid-19-თან შესაძლო კონტაქტის შიშით. სიტუაცია მსგავსია ევროკავშირის ქვეყნებშიც. მაგალითად, პოლონეთის ბევრ ქალაქში მათ რაოდენობა ვინც სისხლს აბარებს, არც მეტი, არც ნაკლები, 6-ჯერ შემცირდა!

სისხლი უსაფრთხოა!

უდაოდ უპრეცედენტო სიტუაციაში ვიმყოფებით. პანდემიის გავრცელების პარალელურად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც შესაძლოა უახლოეს მომავალში სისხლის დეფიციტის სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ, ექიმების მტკიცებით, კორონა ვირუსი სისხლით გადამდები არ არის. სისხლი უსაფრთხოა. კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო, სისხლის მიწოდება, მასთან დაკავშირებული საავადმყოფოს მომსახურებები და სისხლის ბანკები საგანგაშო ტემპით მცირდება. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს გარშემო სისხლის ჩაბარების ცენტრების თანამშრომლების საგანგაშო მოწოდებები სრულიად გამართლებულია და უნდა გვეშინოდეს კიდეც, რადგან სისხლის გარეშე, უამრავი ადამიანი შეუმჩნევლად დაკარგავს სიცოცხლეს, შორს მსოფლიოსგან, რომელიც ხმაურით ებრძვის Covid -19 ვირუსს...

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

03.04.2020
ნახვა 3870

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ეკონომიკის დახმარების პროგრამა

მთავრობის ინიციატივა, რომელიც კომუნალური გადასახადების...
1 წელი

როგორ ეხმარება დასავლეთი საქართველოს COVID-19-ის დაძლევაში?

კორონა ვირუსის ეკონომიკური შედეგები და საგარეო დახმარების...
1 წელი