მთავარი ეკონომიკა ეკონომიკის დახმარების პროგრამა

ეკონომიკის დახმარების პროგრამა

მთავრობის ინიციატივა, რომელიც კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ითვალისწინებს
02.04.2020
ნახვა 1288

ფოტო: საქართველოს მთავრობა

 

კორონა ვირუსის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან საბრძოლველად ყველა ქვეყანას მოუწევს რაღაც ტიპის ღონისძიებების გატარება გამომდინარე იმ ზიანის მასშტაბებისა რასაც covid 19-ის ეპიდემია მიაყენებს ქვეყნების ეკონომიკას. სანამ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური ძალისხმევა ვირუსთან ბრძოლის ფაზიდან, მის შედეგებთან ბრძოლის სისტემურ ეტაპზე გადავა, მანამდე ქვეყნებს ძირითადად საკუთარი ძალებით მოუწევთ გაუმკლავდნენ ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილ ჯანდაცვის და ეკონომიკურ გამოწვევებს.

ეკონომიკური დახმარების პაკეტი

საქართველოს მთავრობამ 1 აპრილს წარადგინა ეკონომიკის დახმარების პაკეტი 2 მილიარდი ლარის მოცულობით. როგორც პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდმაზე პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა: "ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესის შესანარჩუნებლად." ამ ორ მილიარდში არ შედის ის თანხები, რომელიც უშუალოდ კორონა ვირუსთან საბროლველად არის გამოყოფილი. საუბარია დამატებით 351 მილიონ ლარზე, რომლის ალოკაციაც მოხდა კრიზისულ ბოუჯეტში.

მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების პაკეტში გათალისწინებულია კომუნალური შეღავათები. ოჯახებს, რომლებიც თვიურად მოიხმარენ 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს, მთავრობა დაუფარავს სააბონენტო გადასახადს 3 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი), რაც ასევე მოიცავს წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლებს. საუბარია სულ დაახლოებით 1,200,000 (მილიონ ორასი ათას) ოჯახზე ელექტროენერგიის შემთხვევაში და დაახლოებით 670,00 (ექვსას სამოცდაათი ათას) ოჯახზე გაზის შემთხვევაში. ამჟამინდელი ტარიფების და მოხმარების სტატისტიკის გათვალისწინებით საუბარია დაახლოებით 50-60 მილიონ ლარზე თვიურად.

მხოლოდ პირველი ნაწილი

გამოყოფილი ფინანსების ზუსტად განკარგვის გეგმა ჯერ-ჯერობით საქართველოს მთარობას ოფიციალურა არ წარუდგენია, შესაბამისად უახლოეს დღეებში ველოდებით რომ მოხდება დეტალური გეგმის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც მოგვცემს საშუალებას გავეკეთოთ მისი ეფექტიანობის ანალიზი. გიორგი გახარიას განმარტებით, ეს არის ეკონომიკის დახმარების პროგრამის მხოლოდ პირველი ნაწილი და იგეგმება დამატებითი ღონისძიებების გატარებაც.

არაერთგვაროვანი რეაქცია

პოლიტიკურ სპექტრში მთავრობის მიერ გაჟღერებულ ეკონომიკური დახმარების პროგრამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციურ პარტიათა უეტესობა აცხადებს რომ შემოთავაზებული დახმარების პაკეტი არ არის საკმარისი და აუცილებელია მთავრობა ფულადი კომპენსაციით დაეხმაროს იმ მოქალაქეებს რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. ასევე აუცილებელია რომ მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს გადაეცეთ ფულადი ვაუჩერები პრდუქტების და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

ასევე, ოპოზიცია ელის მთავრობისგან დეტალურ ინფორმაციას თუ საიდან აპირებს ის ამ 2 მილიარიდი ლარის მობილიზაციას. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა რომ ეს არის არსებული ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული სახსრები, თუმცა იმ ფონზე როდესაც მთავრობა არ აპირებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას, რთულად წარმოსადგენია ამ მოცულობის თანხების გამოთავისუფლება მხოლოდ ხარჯების შეკვეცის ან საბიუჯეტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის გზით.

პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია იმედთან ეთერში ასევე აღნიშნა რომ მას აქვს ფონდი ქართუს დახმარების დასაბუთებული იმედი. ასე, რომ დაველოდოთ, უახლოეს დღეებში უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს მთავრობა დაანონსებული ეკონომიკური დახმარების პროგრამისთვის სახსრების მობილიზებას და შემდგომ მის განკარგვას.

დავით ნაროუშვილი

02.04.2020
ნახვა 1288

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

როგორ ეხმარება დასავლეთი საქართველოს COVID-19-ის დაძლევაში?

კორონა ვირუსის ეკონომიკური შედეგები და საგარეო დახმარების...
9 თვე

კორონავირუსი და 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

კორონავირუსის კრიზისი და წინასაარჩევნო გამოწვევა
9 თვე