მთავარი პოლიტიკა გააერთიანებს თუ დააქუცმაცებს სააკაშვილი ოპოზიციას?

გააერთიანებს თუ დააქუცმაცებს სააკაშვილი ოპოზიციას?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თბილისში თავისი შტაბი გახსნა და საარჩევნო კამპანიაში ერთვება
04.03.2020
ნახვა 2126

ფოტო: interpressnews.ge

თბილისის შტაბი

თბილისში მდებარე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 2 მარტს შედგა მიხეილ სააკაშვილის . . „შტაბისინაუგურაცია. ყოფილმა პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას კიევიდან ონლაინ-ზარით მიმართა და ახალი სტრუქტურის უმთავრესი მიზნები წარუდგინა. უპირველეს ყოვლისა, ეს ადგილი უნდა გახდეს ანტისამთავრობო პოლიტიკური აზრის გაზიარების ცენტრი, აქ უნდა მოხდეს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციური წრეების კონცენტრაცია, ახალგაზრდებისა და არაპარტიული აქტიური მხარდამჭერების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა და აგრეთვე საარჩევნო დამკვირვებლების მომზადება-ორგანიზება. შტაბის წევრების განწყობები საბრძოლო უნდა იყოს რასაც მოწმობს სააკაშვილის მიერ საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტის გახსენება: „ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო იქნება თუ არ იქნება, საქართველო გადარჩება თუ დაიკარგება.”

ოპოზიციის რეაქცია

შტაბის ინაუგურაციის პროცესში უმთავრესად დომინირებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ან ის ადამიანები რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდებიან. აქედან გამომდინარე, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ეს შტაბი მთელი ოპოზიციის ცენტრად მხოლოდ თეორიაში დარჩება. უპირველეს ყოვლისა ეს იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მისი მხარდამჭერების ცენტრი. მიხეილ სააკაშვილის პიროვნება ჯერ კიდევ ძალზე წინააღმდეგობრივ ემოციებს ბადებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ . . „გაერთიანებული ოპოზიციისრიგებში რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის იბრძვისძირითად, წამყვან როლებს ასრულებენევროპული საქართველოსწევრი ან მასთან დაახლოებული პოლიტიკოსები. სააკაშვილის მიერ ახალი სტრატეგიის დისტანციურად თავსმოხვევის მცდელობამ შესაძლოა ამ წრეებში მორიგი დისონანსი გამოიწვიოს. გამორიცხული არც ისაა, რომ თვით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დასუსტების მორიგ ფაზაში შევიდეს რის დასტურადაც სულ ცოტა ხნის წინ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება განვიხილოთ. როგორც თაქთაქიშვილი აღიარებს, მას ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დარჩა. ამდენად, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ სტრატეგიას და რიტორიკას აირჩევს პროცესების კიევიდან სამართავად სააკაშვილი. ამ ყველაფერში არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ვანო მერაბიშვილის ფაქტორს. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ იგი აქტიურად აპირებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას. მიუხედავად ამისა, მან თავადაც აღნიშნა, რომ ეკრანებზე პოზირებას მენეჯერობა ურჩევნია. მერაბიშვილი როგორც კარგი ორგანიზატორი და მენეჯერი, შესაძლოა მედიას გაერიდოს და ერთგვარად ჩრდილიდან მართოს პროპაგანდისტული სამუშაო შტაბის გარშემო, ეს კი მით უფრო გააძნელებს ზეპარტიული პლატფორმის შექმნას.

მთავრობის რეაქცია

ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ სტრუქტურას საკუთარი პოზიციებისადმი მიმართულ საფრთხედ არ განიხილავს. პირიქით, მმართველი ძალის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს შორის დომინირებს აზრი, რომ ახლადშექმნილი შტაბი ფაქტობრივად თვით ეკლექტიკური ოპოზიციის ერთიანობისათვის წარმოადგენს საშიშროებას. პოლიტიკოსების ნაწილი კიდევ უფრო შორს წავიდა და სააკაშვილის წარსულზე გააკეთა აქცენტი რომელსაც ისინიკრიმინალურსუწოდებენ. „საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომნაციონალურ მოძრაობასჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი და 23 ათასამდე პატიმარიგანაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. არლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომქართული ოცნებისათვისმნიშვნელობა არ აქვს თუ სად იჯდება ოპოზიციასააკაშვილის შტაბში თუ შალვა ნათელაშვილის ოფისში. მისი აზრით ოპოზიციის ეფექტურობა მაინც დაბალი იქნება.

დასკვნა

მიზანი რომელსაც სააკაშვილის შტაბის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება ეწოდებაძალზე რთულად მისაღწევი იქნება. არსებითი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ექს-პრეზიდენტის გამონათქვამების კატეგორიული და ზედმეტად თავდაჯერებული ტონი, სტრატეგიის თავსმოხვევის მცდელობა, ზოგადად მისი წარსული და აგრეთვე შტაბის წევრებს შორის ვანო მერაბიშვილის გამოჩენის პოტენციური შესაძლებლობა. ფაქტობრივად, ამ თვალსაზრისით შტაბის წარმატება ის იქნება თუ იგი არ დაუშვებს ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის ბრძოლის კონტექსტში ჩამოყალიბდა.

ისევ სააკაშვილის სიტყვებს თუ გავიხსენებთ - 2020 წლის არჩევნებიახალი დიდგორის ბრძოლაა“. შესაბამისად, მისი შტაბი ერთგვარ სამეთაურო ცენტრად შეიძლება განვიხილოთ რომელიც გადამწყვეტიშეტაკებისათვისემზადება. როგორცნაციონალური მოძრაობისდეპუტატმა რომან გოცირიძემ აღნიშნა - „სააკაშვილის პირადი შტაბის გახსნა პარტიაში აქტივისტების გაზრდას შეუწყობს ხელს. საფიქრებელია, რომ ზუსტად ეს იქნება შტაბის მთავარი მიზანი ანუ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ადამიანური რესურსის კონცენტრირება, მათი ჩართვა პროპაგანდისტულ და სამობილიზაციო საქმიანობაში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში და შემდეგ უკვე საარჩევნო დამკვირვებლებად გამოყენება. როგორც სააკაშვილი ამბობს: „ჩვენს უბნებსა და ეზოებში უნდა გავხსნათ საქართველოს გადარჩენის შტაბები”. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საკითხი შეეხება . . საარჩევნო კოორდინატორების მძლავრი ბაზის შექმას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში გამონაკლისს არ წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები ახასიათებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალების უმეტესობას და მათ შორისქართულ ოცნებასაც“.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

04.03.2020
ნახვა 2126

კომენტარები