მთავარი უსაფრთხოება სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში

2020 წლიდან რუსეთი სამხედრო წვრთნებს ააქტიურებს ცხინვალის რეგიონში
16.02.2020
ნახვა 2310

ფოტო: რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო

 

ოპერატიული ვითარების ანალიზის დროს მხედველობაში მიიღება ისეთი ცვლადები, როგორიცა პოლიტიკური, სამხედრო, ეკონიმიკური, სოციალური და ა.შ. მოწინააღმდეგის სამხედრო შესაძლებლები ცალკე ცვლადად გამოიყოფა, რომელიც თავის მხრივ იშლება ქვე-ელემენტებად. იგი მოიცავს აღჭურვილობასა და ცოცხალ ძალას, დოქტრინებსა და საბრძოლო მზადყოფნას; მმართველობასა და სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობებს. ჩვენი მიზანია ღია წყაროებზე დაყრდნობით სისტემატიურად მოვახდინოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული და სეპარატისტების სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ჩვენი ინტერნეტ პლატფორმის მკითხველებისთვის მიწოდება.

რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 10.000-მდე გაიზარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აცხადებს მინისტრი ციხელაშვილი

ცხინვალის, აფხაზეთის და გიუმრის (სომხეთი) სამხედრო ბაზები რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის ქეთევან ციხელშავილის განცხადებით რუსეთმა 2019 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედროების რაოდენობა 10.000-მდე გაზარდა. მისი ინფორმაციით გასულ წელს დაახლოებით 130 სამხედრო წვრთნა ჩაატარდა აფახაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ 2020 წელს გიუმრის სამხედრო ბაზის გაძლიერება იგეგმება.

რუსული მე-4 სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ცხინვალში

ღია წყაროების მიხედვით ცხინვალის სამხედრო ბაზაზე 4 ათასზე მეტი სამხედო მოსამსახურე მსახურობს. ბაზა განთავსებულია ქალაქ ცხინვალში და ჯავის რაიონში. მის შემადგენლობაში შედის, როგორც მოტომსროლელი და სატანკო ბატალიონები, ასევე სარაკეტო საარტილერიო, საზენიტო სარაკეტო და თვითმავალი არტილერიის დივიზიონები. სამხედრო ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ცხინვალში განთავსებულია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩის“ დივიზიონი, რომლის მოქმედების რადიუსი 70 ხოლო მოდერნიზებულ რაკეტების კი 90 კილომეტრია. საქართველოს ჭირდება ამ სისტემების აღმოჩენის და ჩახშობის საშულებები. ასევე 2015 წლიდან ჯავის რაინის სოფელ რაროს მიმდებარედ განთავსებულია „ისკანდერ მ“-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსი, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია. ექსპერტების აზრით ამ სისტემას შეუძლია სქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაანადგუროს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, საკომანდო პუნქტების და საჰაერო თავდაცვის სისტემების ელემენტები. სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონის წინააღმდეგ შიძლება გამოყენებული იქნეს საჰაერო ძალები, არტილერია ან სპეციალური ოპერაციების ძალები. ჩვენი საჰაერო ძალების მდგომარეობა რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელოა ხოლო არტილერიის „გრძელი ხელი“ კი 45 კილომეტრს ვერ ცდება.

სამხედრო წვრთნები ოკუპირებ ცხინვალის რეგიონში - 2020 წელი

როგორც მინისტრმა ციხელაშვილმა აღნიშნა გასული წელს დაახლოებით 130-მდე სამხედრო წვრთნა ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელსაც გრძელდება ეს ტენდენცია.

  • 2020 წლის 3 იანვარს მე-4 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 40-მა სკოლის მოსწავლემ ფიცი დადო და რუსეთის ახალგაზრდულ არმიაში გაწევრიანდა. ეს არის არასამთავრობო სამხედრო პატრიოტულიო მოძრაობაა, რომლიც რუსეთის ფედერაციის მასტშაბით საქმიანობს.
  • 2020 წლის 5 იანვარს ძარწემის პოლიგონზე გაიმართა სამხედრო წვრთნა სნაიპერებისთვის. სამხედრო მოსამსახურეები ვარჯიშობდნენ სწრაფ სროლაში სნაიპერული შაშხანიდან. ასევე სწავლების დროს დამუშავდა წყვილების შეუმჩნეველ გადაადგილება ათეულობით კილომეტრზე და საგუშაგოებისთვის თავის არიდება მოწინააღმდეგის სამხედრო მეთაურების ლიკვიდაციის მიზნით.
  • 2020 წლის 6 იანვარს გაიმართა სამხედრო სწავლება ქ. ცხინვალში. 58-ე არმიის მე-4 სამხედრო ბაზის სადაზვერვო ბატალიონმა პირობითი მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა, რომელიც სცენარის მიხედვით შეიჭრა ცხინვალში ბაზის ტერიტორიაზე და ცდილობდა ხელში ჩაეგდო საკონტროლო პუნქტები და საბრძოლო მანქანების პარკი.
  • 2020 წლის 4 თებერვალს დაიწყო სამხედრო წვრთნები ძარწემის სამხედრო პოლიგონზე. მასში მონაწილეობდნენ 58-ე არმიის დანაყოფები. სწავლების დროს სამხედრო მოსამსახურეებმა განხორციელეს სროლები ტ-72 ტანკებიდან და ქვეითი საბრძოლო მანქანებიდან. სწავლებაში მონაწილეობდა თვითმავალი საარტილერიო დანადგარები „გვოზდიკა“. ასევე სროლები განხორციელდა ნაღმტყორცნიდან „სანი“ და ავტომატური და ხელის ყუმბარმტყორცნებიდან. სამხედრო წვრთნებში ჩართული იყო 1 200 მეტი ჯარისკაცი.
  • 2020 წლის 8 თებერვალს ჩატარდა რეაქტიული ცეცხლსატყორცნით „შმელი“ საბრძოლო სროლები. სწავლებაში მონაწილებდა 70 სამხედრო მოსამსახურე. სამიზნეები იყო იმიტირებული თავშესაფარი ცოცხალი ძალით, ავტომობილები და მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკა, რომლიც 700 მეტრამდე იყო დაშორებული.

2020 წლის იანვარი და თებერვლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო სამხედრო წვრთნებით არა მარტო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი არამედ აფახაზეთსა და სომხეთშიც განლაგებული რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფებისთვის. მათ შესახებ ინფორმაციას ჩვენს შემდეგ დაიჯესტებში მოგაწვდით.

ლევან გეგეშიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

 

16.02.2020
ნახვა 2310

კომენტარები