მთავარი პოლიტიკა ახალი წლის ხმაურიანი დასაწყისი - იანვრის შეჯამება

ახალი წლის ხმაურიანი დასაწყისი - იანვრის შეჯამება

გთავაზობთ 2020 წლის იანვრის ორ ყველაზე ფართოდ განხილვად თემას
02.02.2020
ნახვა 1772

ფოტო: საქართველოს მთავრობა

"წერილები"

აშშ-იდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით, რამდენიმე კრიტიკული წერილი გამოიგზავნა. წერილებს ხელს კონგრესისა და სენატის, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები აწერენ. ყველა მათგანის პათოსი მსგავსია და რამდენიმე ფრაზაში შეიძება გამოიხატოს: მმართველი პარტია ღალატობს დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს, დევნის ბიზნესს (აქ ხაზგასმული იყო ამერიკული კომპანია “ფრონტერა”), ავიწროვებს ოპოზიციას. ამ ყოველივემ კი შედეგად, შესაძლებელია ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე შეუქმნას. თავად წერილების ტონი, ისევე როგორც “თვითერზე” გამოქვეყნებული თანამდევი კომენტარები საკმაოდ ხისტი იყო და არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია:

➡️ მმართველი გუნდის წარმომადგენლები წერილთა ავტორების კრიტიკას, არ მოერიდნენ. დისკურსი ერთია: მეგობრებს შორის კამათი შეიძლება, თუმცა, ისინი “წერილებით” და “მკაცრი ტონით” არ უნდა საუბრობდენ. ასევე, ინდივიდუალური პოლიტიკური პირებისა და აშშ-ის ოფიციალური პოზიციის გამიჯვნის აუცილებლობა აღინიშნა;

➡️ მმართველ გუნდთან დაკავშირებული ექსპერტები, ხაზს უზვამდნენ შესაძლებლობას, რომ წერილზე ხელმომწერთა ნაწილი, შესაძლებელია კონკრეტული კომპანიის “ფრონტერას” ბიზნეს ინტერესების დამცველი იყოს, მათი დიდი ნაწილი, პროცესში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლობის აქტიურობასაც არ გამორიცხავს;

➡️ ოპოზიცია არ იზიარებს ზემოთაღნიშნულ მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ კრიტიკული წერილები, მეგობრების გულწრფელი შეშფოთება და ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, საგანგაშო სიგნალია.

როგორც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რამდენიმე ქართული დელეგაცია, სულ მალე ეწვევა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტიც იგეგმება. მაღალი ალბათობით, მთავრობა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კრიტიკულ წერილებში აღნიშულ პრობლემატიკას დეტალურად გაივლის და საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას შეეცდება.

II "პრეზიდენტი"


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. იგი გააქილიკეს იმის გამო რომ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი “პრეზიდენტად მოიხსენია”, მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა მისმა სიტყვებმა გამოიწვია, რომ თითქოს, საქართველო მზად არის საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებითა და საკუთარი კანონმდებლობის გვერდის ავლით, რუსული დელეგაცია საქართველოში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დაუშვას:

➡️ პრეზიდენტის განცხადებას მთავრობაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ყველაზე მკაფიო განცხადება, პრემიერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რუსულ დელეგაციასთან მიმართებაში, მთავარი სახელმძღვანელო საქართველოს კანონმდებლობა იქნება;

➡️ ოპოზიციამ ზურაბიშვილი მკაცრად გააკრიტიკა. აქცენტი გაკეთდა ფაქტზე, რომ შესაძლებელია რუსული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით ჩამოვიდეს, რაც მხოლოდ ოკუპანტის ინტერესებში შედის;

➡️ ექსპერტთა ჯგუფებში მიიჩნევენ, რომ საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვება დესტაბილიზაციის და ახალი საპროტესტო ტალღის გამომწვევი იქნება.

რუსეთის წნეხი ხელისუფლებაზე დიდია, შესაბამისად, სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს, საქართველოს ხელმძღვანელობით, ღონისძიების სხვა ქვეყანაში ჩატარება წარმოადგენს. სარისკო, თუმცა, მმართველი გუნდისთვის “პოლიტიკური ქულების დამწერი” დელეგაციის ქვეყანაში არშემოშვება, ხოლო ყველაზე ცუდი ვარიანტი, მისი შემოშვება იქნება.

02.02.2020
ნახვა 1772

კომენტარები