მთავარი ეკონომიკა საქართველო და ბუნებრივი აირი

საქართველო და ბუნებრივი აირი

საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებული გამოწვევები
28.01.2020
ნახვა 687

მხოლოდ იმპორტი

საქართველოს სამრეწველო ბუნებრივი გაზის საბადო არ გააჩნია, ამიტომ ქვეყანა სრულად დამოკიდებულია იმპორტზე. ნედლეულის მიღების ორი საშუალება არსებობს, ერთი ჩრდილოეთ–სამხრეთის (რუსეთი) გაზსადენი და მეორე აზერბაიჯანული ორი გაზსადენი, სამხრეთ კავკასიური მილსადენი და სოკარის „ყაზახი–საგურამოს“ გაზსადენი. ამჟამად, რუსეთთან გართულებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქვეყანამ უარი თქვა რუსულ გაზზე და ნედლეულის შეძენა ხდება მხოლოდ აზრბაიჯანიდან.

გაზის მიღების წყაროები

საქართველოში ბუნებრივი გაზის მოწოდების რამდენიმე წყარო და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გაზის შესყიდვის კონტრაქტი არსებობს. ბუნებრივი გაზით ვაჭრობა საქართველოში მხოლოდ პირდაპირი კონტრაქტების საშუალებით ხორციელდება და თითქმის ყველა ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოდ რჩება, ზოგიერთ მათგანს კი გრიფით საიდუმლოც ადევს. გაზის მიღების წყაროები გახლავთ: 1. გაზის ტრანზიტით მიღებული 5% – 300 მლნ მ3; 2. ოფციური გაზი – 500 მლნ მ3; 3. დანარჩენი კომერციული გაზი; 4. სოციალური გაზი. რა თქმა უნდა ამ განსხვავებული სახელების უკან, განსხვავებული ფასები იმალება. როგორც უკვე ითქვა, გაზს ვიღებთ, ჯერჯერობით მხოლოდ აზერბაიჯანიდან, განსხვავდება ხელშეკრულების პირობები, გაზის მოწოდების შინაარსი და ფასები.

გაზის მოხმარების მოცულობა და დინამიკა

საქართველოში ბუნებრივ აირზე არსებული მოთხოვნა ბოლო წლებში საშუალოდ 2.2 მლრდ კუბ-ის ფარგლებშია. ეკონომიკური ზრდის დინამიკით თუ ვიმსჯელებთ 2030 წლისთვის ნავარაუდევია გაზის მოხმარების 3 მლრდ კუბ. მ–მდე გაზრდა. ცხრილ N1 ში კარგად ჩანს გაზის მოხმარების სეგმენტი და დინამიკა.

ცხრილი N1. წყარო სემეკი (2019 წლის ჯერ არ გამოქვეყნებულა)

ახალი შესაძლებლობები

დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს ვიღებთ, 6 მლრდ 3 ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. 2023 წლისთვის სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მლრდ 3 ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.15 მლრდ მ3 ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს, რაც საგრძნობლად შეამცირებს მიღებული გაზის საფასურს. 2026 წლისთვის კი დაგეგმილია ამავე მილსადენით 32 მლრდ მ3 ბუნებრივ აირს სატრანზი, თუ ევროპის მიმართულებით ნაბუქოს მიმართულება ამუშავდება.

რა ღირს გაზი?

როგორც ავღნიშნეთ, შესასყიდი გაზის საფასურები განსხვავებულია და ის საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია რომ: ტანზიტული გაზი ღირს– 55$; ოფციური გაზი – 64$; კომერციული გაზი – 240$; სოციალური გაზი – 189$. არსებული რეალობიდან გამომდინარე, თუ შესასყიდი მოცულობები ვიცით, ქვეყანაში გაზის საშუალო შეწონილი ფასი დაახლოებით 157 $.

გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბუნებრივი გაზის მიღების რამდენიმე წყარო არსებობს, შესყიდვის სტრუქტურა გაერთიანებულია და მას კარნახობს არა ბაზარი არამედ მთავრობა და „სოკარის“ შვილობილი კომპანიები და თბილისის შემთხვევაში შპს „თბილისი ენერჯი“, რაც ხელს უშლის თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ფასის წარმოქმნას.

საჭიროა ევროკავშირის ასოცირების დირექტივების გათვალისწინება. ფასწარმოქმნის ეფექტური მეთოდების ხელშეწყობა და მონოპოლიური ფორმების მოშლა. აუცილებელია, მომხმარებლამდე გაზის მიმწოდებლებს, ჩამოერთვათ გაზის ქსელზე (საქალაქო და საქალაქთაშორისო მილსადენებზე) პასუხისმგებლობა, გაემიჯნოს გაყიდვის და ტექნიკური უსაფრთხოების ექსპელუატაციის საკითხები. შეიქმნას კვალიფიციური ზედამხედველობის სამსახური, რითიც ავირიდებთ მონოპოლიურ გარემოს გაზის მიწოდება მოხმარებაში.

გიორგი ჭაღიაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

28.01.2020
ნახვა 687

კომენტარები