მთავარი პოლიტიკა ინალ არძინბა - ოკუპირებული აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური ლიდერი?

ინალ არძინბა - ოკუპირებული აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური ლიდერი?

მოსკოვის მიერ მართული პოლიტიკური ცვლილებების ციკლი სოხუმში
23.01.2020
ნახვა 3373

ფოტო: © facebook.com / inal.ardzinba

მოვლენები ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2020 წელი პოლიტიკური სიახლეებით დაიწყო. 9 იანვარს, სოხუმი საზოგადოებრივი პროტესტის ტალღამ მოიცვა, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა და ახალი .. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. აღნიშნული პროცესის განვითარებაში, ისევე როგორც შექმნილი „კრიზისის დარეგულირებაში“, მოსკოვმა საკუთარი როლი ითამაშა. ამჯერად, კრემლი .. ქუჩის ოპოზიციის ხელით შეუდგა ხაჯიმბასრეჟიმისჩანაცვლებას, რამდენადაც ამ უკანასკნელმა, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ გაართვა თავი აფხაზეთში კრემლის ინტერესების რეალიზებას. 22 მარტს, აფხაზეთში, ახალ დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, მარიონეტული რეჟიმის ლიდერის პოსტზე ვის კანდიდატურას გაუწევს მოსკოვი ლობირებას. წინასწარი მოლოდინებით და ლოგიკური გათვლებით, ეს პიროვნება, .. „ოპოზიციური ძალების ბლოკისლიდერი, ასლან ბჟანია იქნება, რომლის მიმართ ამომრჩევლის მხარდაჭერა და გამარჯვების შანსებიც, საკმაოდ მაღალია.

ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოს .. „საპრეზიდენტო არჩევნებამდერამდენიმე თვით ადრე, ასლან ბჟანია მოულოდნელი ავადმყოფობის გამო (ივარაუდება, რომ იგი ოპონენტებმა მოწამლეს) არჩევნებს გამოეთიშა. თუმცა, ბჟანიას მიერ მხარდაჭერილმა და მის ნაცვლად წარდგენილმა კანდიდატმა, პარტიაამცახარასთავმჯდომარემ, ალხას კვიწინიამ, ამომრჩეველთა თითქმის იგივე რაოდენობის მხარდაჭერა მიიღო, რაც ხაჯიმბამ (ხაჯიმბამ 1615 ხმით მოიგო). აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მომდევნო დე ფაქტო პრეზიდენტი, მოსკოვში გამოჯანმრთელებული და აფხაზეთის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებულიოპოზიციის ლიდერი“, ასლან ბჟანია გახდეს.

საგულისხმოა, რომ ალხას კვიწინია, გამარჯვების შემთხვევაში, .. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტის შეთავაზებას, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ნდობით აღჭურვილი პირის, აფხაზური წარმოშობის ახალგაზრდა (29 წლის) კრემლის მაღალჩინოსნისთვის, ინალ არძინბასთვის გეგმავდა. იქნება თუ არა აფხაზური ოპოზიციის აღნიშნული შეთავაზება კვლავ ძალაში, ახლო მომავალში გახდება ნათელი, მანამდე კი, ინალ არძინბამ აფხაზეთთან მიმართებაში საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე უკვე ღიად დაიწყო საუბარი.

ინალ არძინბა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ყოფილი კურატორი, ამჟამად კი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პარტიის დაფუძნებას გეგმავს. საპრეზიდენტო ასაკის (35 წელი) ბარიერის მოხსნისთანავე, არძინბა, დიდი ალბათობით, დე ფაქტო პრეზიდენტის სავარძლისთვისაც დაიწყებს ბრძოლას, მანამდე კი, ახალი პოლიტიკური ლიდერის ამპლუაში, ან შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის რანგში, დააგროვებს გამოცდილებას.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში, არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში პოლიტიკური სტრუქტურის შექმნა, რომელიც ახალგაზრდების ინტერესების გამოხატვასა და დაცვაზე იქნებოდა ორიენტირებული, დიდი ხანია იგეგმებოდა, თუმცა, იანვარში, სოხუმში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა, პარტიის შექმნას გადამწყვეტი ბიძგი მისცა. პარტია, სახელად „Будущее Абхазии“ - „აფხაზეთის მომავალი“, გაზაფხულოს ბოლოს დაფუძნდება. ე.წ. არჩევნების დასრულებამდე, არძინბა საქმიანი შეხვედრების წარმოებასა და გუნდისთვის ახალგაზრდა სპეციალისტების შერჩევას გეგმავს.

და კიდევ ერთი მომენტი აფხაზეთის პოლიტიკური ცვლილებების ციკლიდან: 2022 წელს, აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. თუმცა, იქნებ ვადამდელი არჩევნების იდეაც არ იყოს აბსტრაქტული, სადაც ინალ არძინბას ახლადშექმნილი პარტია, მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს?

ვინ არის ინალ არძინბა?

ინალ არძინბა 1990 წლის 26 ივლისს, სოხუმში დაიბადა. იგი აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მამამისი, ბათუ არძინბა, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის მონაწილე და ლეონის ორდენის კავალერია. პარტიაამცახარასდამაარსებელი, აფხაზეთის გმირად წოდებული, აკა არძინბამისი ბიძა იყო. არძინბების კლანი დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველაზე გავლენიანად ითვლება.

ინალ არძინბამ 2007 წელს დაამთავრა სოხუმის N10 საშუალო სკოლა და 2007-2012 წლებში, მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი რუსეთის უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიაროსგოსტრახ“-ში სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში კომპანიის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციას იკავებდა.

2014 წლიდან იწყება ინალ არძინბას კარიერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იგი მუშაობდა დსთ-ის ქვეყნების, აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთისრესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის უფროსად, მანამდე კირუსეთის პრეზიდენტის დსთ-ის საქმეთა სამმართველოში, მთავარ მრჩევლად. მუშაობის საკმაოდ მკაცრი სტილის გამო, მასდობერმანსუწოდებდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვლადისლავ სურკოვთან მუშაობის პერიოდში, არძინბას უკრაინის სეპარატისტული რეგიონების პროექტების კურატორობა ევალებოდა. 2015 წელს, უკრაინის ხელისუფლებამ არძინბას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში დასდო ბრალი და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

2017 წელს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, არძინბას რუსეთის ფედერაციის მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის საკლასო ჩინი მიენიჭა.

2018 წლის ოქტომბერში, იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

არსებული ცნობებით, არძინბა სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ახალგაზრდულ სამიტებზე აქტიურად მონაწილეობდა, რომელთა ფარგლებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების საერთაშორისო აღიარების საკითხს ლობირებდა.

2019 წლის თებერვალში, აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ, რუსეთის საზოგადოებრივ პალატასა და დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდთან ერთად, სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, აფხაზეთის მომავალი ლიდერების რეიტინგში, პირველ ადგილზე, ინალ არძინბა დასახელდა (36,27%).

რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე, საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების მიღმა რჩება და რუსეთისგან განსხვავებით, მასზე გავლენის მცირედ ბერკეტებსაც კი ვერ ფლობს. მოსალოდნელია, რომ კრემლის მიერ მართული აფხაზურიპოლიტიკური ელიტაკიდევ უფრო მეტ ბარიერს აღმართავს აფხაზებსა და ქართველებს შორის, დიალოგისკენ მოწოდებები კი, კვლავდამოუკიდებელი სახელმწიფოსაღიარების ხაზზე გაივლის.

პოტენციური დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას, საქართველოსთან დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე, გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადება, სხვა არაფერია, თუ არა შიდა აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით კი გალის რაიონის მოსახლეობისთვის განკუთვნილი წინასაარჩევნო მესიჯი.

ინალ არძინბას, რომელიც ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე აქტიურად არის ჩართული რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის შემუშავება/წარმოებაში, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხზე, რადიკალურად ნეგატიური პოზიცია უკავია, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: მე ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტი და წერტილი. დანარჩენზე საუბარი შესაძლებელი იქნება მოგვიანებით.“

ახლო მომავალში, მოსკოვი აფხაზეთის ახალგაზრდა თაობისთვის სხვადასხვა სიკეთეების შეთავაზებით, რუსეთის მიმართ მათი ლოიალურობის ხარისხის გაზრდას შეეცდება. ეს რუსულ ორბიტაზე მათი მყარად შენარჩუნების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რათა აფხაზებისთვითმყოფადობისხარისხი და კრემლისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი (ჰიპოთეტურად, საქართველოს სასარგებლოდ) სამომავლოდაც არ გაიზარდოს.

ეკა ჯავახიშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

23.01.2020
ნახვა 3373

კომენტარები