მთავარი ააიპ ეროვნული უსაფრთხოების ფონდი

ააიპ ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ანალიტიკური მედია პლატფორმა

მისია

ეროვნული უსაფრთხოების ფონდის მიზანია საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკის ძირითადი ტენდენციების ანალიზი. იგი ახორციელებს კვლევით საქმიანობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავდაცვის, კიბერ და ეროვნული უსაფრთხოების სფროში. კვლეის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკის მკეთებლებს ანალიზის, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფონდს აქვს ინტერნეტ პლატფორმა, რომელიც ქართველ და უცხოელ ანალიტიკოსებს ეხმარება დიალოგის, თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევების განხორციელებაში. მათ ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარებაში. ფონდი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ანალიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ჩაერთონ დემოკრატიზაციის პროცესებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებაში. ადვოკატირების გზით მოახდინონ სახელმწიფოსა და საზოგადოების ფოკუსირება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. სწავლების და ტრენინგების გზით ხელი შეუწყოს რეგიონის ახალგაზრდა ლიდერების დაახლოებასა და თანამშრომლობას. ასევე წაახალისონ ისინი, რათა აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.

გუნდი

ლევან გეგეშიძე - არის ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თავმჯდომარე. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ პროფესორი.

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემია. 2012-2013 წლებში პროგრამა კირკლანდის ფარგლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში. განახორციელა კვლევა, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმაციის შესახებ. 2014-2016 წლებში, სწავლობდა ქ. პოზნანის ა.მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით. 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი. კვლევის თეზისია: „ჩინეთის დიდი სტრატეგია“.

2002-2005 წლებში ლევან გეგეშიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში. 2005-2006 წლებში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2007-2012 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით. 2009 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნული უსაფრთხოების ფონდი.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი - არის ეროვნული უსაფრთხოების ფონდის გამგეობის წევრი. ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. 2016 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო ნაშრომი უსაფრხთოების სფეროში. 2011 წლიდან ეკავა მდივნის თანამდებობა თბილისში არსებულ ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის კავკასიის ცენტრში. 2013-2018 წწ-ში მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდეგ თანამდებობებზე: კულტურისა და ინფორმაციის სპეციალისტი პოლონეთის საელჩოში საქართველოში, ვიცე-კონსულ პოლონეთის გენერალურ საკონსულოში ლუცკში (უკრაინა), ვიცე-კონსული პოლონეთის საელჩოში ტაშკენტში (უზბეკეთი). მისი მოღვაწეობის სფერო მოიცავს უსაფრთხოების საკითხებს სამხრეთ კავკასიაში.

გიორგი ჭაღიაშვილი - არის ეროვნული უსაფრთხოების ფონდის გამგეობის წევრი. საქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის კურსადამთავრებული. მაგისტრი. 2002-2009 წლებში ს/ს საქნავთობის, ნავთობსამეცნიერო ინსტიტუტის წამყვანი ინჟინერი. 2010 წელს „საქგეოსერვისის“ ინჟინერი. 2011-2012 წლებში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მონიტორინგის სამსახურის უფროსი. 2019 წლიდან LC OIL Tbilisi-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. აქვს უამრავი კვლევა ენერგეტიკაში, მათ შორის განახლებად ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. შემუშავებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის თავისებურება და განვითარების გენერალური გეგმა. გავლილი აქვს და სეტიფიცირებულია უამრავ მიმართულებაში, როგორც საზოგადეობრივ-პოლიტიკურ ასევე ტექნიკურ-ენერგეტიკული მიმართულებებით.